„როლან გაროსს“ ახალი გამარჯვებული ჰყავს – კარლოს ალკარას გარფია.21 წლის ესპანელმა კარიერაში მესამე დიდი მუზარადი მოიგო, აქედან პარიზის კორტებზე პირველად.
ალკარასმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაძაბულ ბრძოლაში, ხუთ სეტში დაამარცხა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გერმანელს სეტის წაღება უჭირდა, ალკარასი კი მშვიდად და იოლად იგებდა.
პირველ სეტში ალკარასმა ერთის წილ სამი ბრეიკი გაახერხა და 6:3 მოიგო; სამაგიეროდ, მეორეში ორი საკუთარი ჩაწოდება დათმო – 2:6 და ზვერევმა ანგარიში გაათანაბრა; მესამე სეტიც ზვერევს დარჩა. არადა, თავიდან ესპანელი დაწინაურდა (4:2), მაგრამ მეტოქეს ისევ ორი ჩაწოდება გაატანა და 5:7 დამარცხდა.
თითქოს ესპანელისთვის „როლან გაროსის“ მოგება გადაიდო, მაგრამ სწორედ აქ ათამაშდა ალკარასი და ბოლო ორი სეტი ისე მოიგო, მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მეოთხეში 6:1 იმარჯვა, ხოლო ბოლოს 6:2 და თასიც შემართა.
ქალთა ფინალი კი ივა შვიონტეკმა მოიგო. პოლონელმა ფინალში იტალიელი ჟასმინ პაოლინი მარტივად დაამარცხა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეტოქე 6:2 და 6:1 გაანადგურა.
ეს შვიონტეკის მეოთხე „როლან გაროსია“, ხოლო ჯამში მეხუთე დიდი მუზარადის ტიტული…

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
