„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილ ფორვარდ სერხიო აგუეროსა და „ბარსელონას“ შორის ორწლიანი კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს… მისი კონტრაქტი მანჩესტერელებთან 2021 წლიის ივნისამდე იყო ძალაში. ახლა ის თავისუფალი აგენტია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო შეცვლაზე შევიდა და სულ 13 წუთი ითამაშა. მას დანაპარების ასრულების კარგი შანსი ჰქონდა. აკი დაიქადნა 6 წლის წინ, „სიტისთან“ ერთად...
ჭდე: ლეო მესი
მესის ბოლო მეტოქე
„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ პსჟ-თან 1:4-ს შემდეგ მესის პერსპექტივები საკმაოდ მუქ ფერებში შეაფასა. „გუნდში აღარ დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ამ მარცხის შემოტრიალებისა სჯერათ. ძალთა თანაფარდობას ვეღარაფერი შეცვლის. ჩემი აზრით, ეს მესის ბოლო საშინაო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაში „ბარსას“ მაისურით. კლუბი ვეღარ მისცემს ლეოს სერიოზული ტიტულების მოგების იმედს. მისი მომავალი „პარი სენ ჟერმენია“. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც...
ერთგულები და… თითქმის ერთგულები
კარიერა ერთ კლუბში. არც ერთი მატჩი სხვა კლუბში… არიან ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბთან ასოცირდებიან და თითქმის მთელი კარიერა ერთ ადგილას გაუტარებიათ (მაგ. ჯიჯი ბუფონი, სტივენ ჯერარდი) მაგრამ სწორედ ეს „თითქმის“ არის ის, რის გამოც ისინი „ყველაზე ერთგულ 11 საუკეთესოს“ შორის ვერ მოხვდნენ… აქ კი იმ ვარსკვლავების თერთმეტეული ნახეთ, რომლებიც ბოლომდე ერთი კლუბის ერთგულები დარჩნენ....
მესი – პელეზე მეტი
„ვალიადოლიდთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაიტანა. ეს არგენტინელის მიერ „ბარსას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ჯერ ამდენი ერთი გუნდის სახელით არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. აქამდე რეკორდსმენი ბრაზილიელი პელე იყო, ვინაც მშობლიურ „სანტოსში“ 643-ჯერ ისახელა თავი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სარეკორდო შედეგის მისაღწევად ბრაზილიელს 18 წელი (1956-1974) დასჭირდა, არგენტინელი კი...
მესიმ დარჩენაზე მიანიშნა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესიც ხან „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირეს, ხანაც – „პარი სენ-ჟერმენს“. თუმცა, თავად ფეხბურთელი მზად არის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ეს კი ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე ის გუნდში დარჩენას აპირებს. „მართალია, რომ შარშან ცუდი ზაფხული მქონდა. ვნერვიულობდი, თუმცა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად...
მესი მეფეს დაეწია
„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა. ეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს...
რონალდუს მეოთხე, მესის მეხუთე
Forbes-მა 2020 წელი შეაჯამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ტოპ 5-ში მესამე ადგილზე მოხვდა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106,3 მილიონი დოლარი წელიწადში), მეოთხე ადგილზე გავიდა ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი), ხოლო მეხუთეზე „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესი (104 მილიონი). ათეულში შევიდა კიდევ ორი სპორტსმენი: პსჟ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (მეშვიდე ადგილი,...
ჯიჯი ლოგიკის წინააღმდეგ
„ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის შედეგი ცოტა მოულოდნელი კი იყო, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც რეპორტაჟი არ უნახავს. „ბარსას“ ცუდად არ უთამაშია. მხოლოდ მესიმ 11-ჯერ დაარტყა კარში. აქედან 7 დარტყმა კარის ჩარჩოში წავიდა, მაგრამ შვიდივე ჯიჯი ბუფონის ნადავლი გახდა. 43 წლის გოლკიპერმა ისე იფრინა, მესი ხუმრობით მატჩის მსვლელობისასვე სთხოვდა მაისურს. არადა, ჩემპიონთა ლიგაში 2003 წლის შემდეგ არ...
თხათა ჭიდილი
ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ გუშინდელი მატჩის (0:2) შემდეგ, კლუბების პრეს სამსახურებმა ერთმანეთში რამდენიმე „შეტყობინება“ გაცვალეს. თავდაპირველად, „ტვიტერზე“ „ბარსელონამ“ ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა – მოხარული ვართ, რომ თქვენს სტადიონზე თხა (ინგლისურად GOAT) იხილეთ. კატალონიელთა GOAT-ს სხვა დატვირთვა ჰქონდა ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Greatest Of All Time (ყველა დროის უდიდესი). „ბებერი ქალბატონების“...
დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი
წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო. „ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის...




