IFFHS-მა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა. ის, შარშან, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატიც გახლდათ, თუმც, გეხსომებათ, კორონაპანდემიის გამო გამოკითხვა საერთოდ არ ჩატარებულა. ლევანდოვსკი წლეულსაც ფავორიტია. მისი კონკურენტი ლეო მესი გახლავთ და ბევრის აზრით ამ საპატიო ტიტულს, მეშვიდედ, სწორედ არგენტინელი მოიპოვებს....
ჭდე: ლეო მესი
მესისთვის არგენტინა ტრავმაზე მეტია
ლეო მესიმ მუხლისა და ბარძაყის უკანა ზედაპირის დაზიანების გამო პსჟ-ის ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ამის მიუხედავად, 34 წლის არგენტინელი უკვე შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. და ეს იმის მიუხედავად, რომ პსჟ ნაკრებში მისი გამოძახების სასტიკი წინააღმდეგი იყო. არგენტინის ნაკრების სამედიცინო შტაბმა ლეოს მდგომარეობა გამოიკვლია და დაასკვნა: 13 ნოემბერს ურუგვაისთან მესიმ შესაძლოა არასრული 90...
კანავარომ, მესი მოიგებსო
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ იტალიელ ნომიმანტებზე და მათ შანსებზე ისაუბრა. „ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელის ყოფნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა პრიზი მე მერგო. ჟორჟინიო სხვებზე მეტად იმსახურებს აღიარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს. ბორელა და დანარჩენებიც ღირსეულად მოხვდნენ ნომინანტთა შორის,...
პელემ კიბოს მოუგო და მესის მოუბოდიშა
ფეხბურთის მეფემ სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციის შემდეგ კლინიკა დატოვა და სოციალური ქსელებით განცხადებაც გაავრცელა: „ბედნიერი ვარ, რომ სახლში ვბრუნდები. მინდა მადლობა გადავუხადო ალბერტ აინშტაინის სახელობის კლინიკას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის“. პელემ სოცქსელებითვე მიმართა ლეო მესის: „გამარჯობა, მესი. მაპატიე, თუ მორიგი რეკორდის მოლოცვა უნებურად დაგიგვიანე. შენ გამორჩეული ნიჭი გაქვს და მჯერა, რომ ჩემს მეგობრებთან – მბაპესა და...
რასიზმი ლათინოამერიკულად
აბა, სხვა რა უნდა დაარქვა იმას, რაც პსჟ-ის კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას თავს ხდება?! სეზონის სტარტიდან საფრანგეთში 9 ტური მიილია და 23 წლის იტალიელი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა. დონარუმას აგენტი მინო რაიოლა საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი კლიენტისთვის ძირითადში ადგილი დაჯავშნულია. მოხდა ისე, როგორც მოხდა. ზოგს ეგონა, რომ...
მესიმ პელეს გადაასწრო
ლეო მესი სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან (3:0) მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. შედეგად, „ალბისელესტეს“ კაპიტანს 79 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარული პელე, რომლის რეკორდი, 77 გოლი, აქამდე ხელშეუხელებელი იყო, უკან მოიტოვა. შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე რეკორდი მესის მუდმივ მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო მატცებისას ირანელ ალი...
გადაუხადე ორი, გადაგვიხადე – ოთხი
ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის ფინანსურ ფეარ ფლეიზე. სწორედ ამის გამო ვერ შეინარჩუნა „ბარსელონამ“ ლიდერი და ლეგენდა ლეო მესი. შედეგად, უეფა 2021 წლის სექტემბერში აპირებს დააწესოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, შემოიღოს „ფუფუნების“ გადასახადი, რომელიც, შესაძლოა, უკვე 2022 წლიდან ამოქმედდეს. რაში მდგომარეობს ამ წესის არსი? ევროთასებზე მონაწილე გუნდებს უფლება...
ალბამ ქამარი არ შემოიჭირა
ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კი დახმარებისთვის გუნდის ვეტერანებისთვის მიემართა: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. თუ ესენი დათანხმდებოდნენ ხელფასის შემცირებას, მერე ახალგაზრდებიც მიბაძავდნენ. პირველმა ოთხმა უკვე განაცხადა თანხმობა ხელფასის შემცირებაზე. ლეომ სულაც გაინახევრა ჯამაგირი – ოღონდ შემოთავაზებული ორწლიანის ნაცვლად ხუთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეთო. ჯერ...
ლეო თავისუფალია და სპარტაკი უხმობს
დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც კონკიას ზღაპარშია – დრო წუთ-წუთად გაიპარა და ზუსტად ღამის 12 საათზე ლეო მესი თავისუფალი აგენტი გახდა. ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ეს ლეოს მამის მიზანი მოლაპარაკების პროცესში. ფაქტი ისაა, რომ ახლა ფეხბურთელს და მის შტაბს ლავირების მეტი შანსი აქვთ. დღეს პირველი დღეა ბოლო 21 წლის განმავლობაში, როცა მესის და „ბარსას“ ოფიციალურად არაფერი...
ფეხბურთის ბიჭი
მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...









