ჭდე: მარსელი

Home მარსელი
ხვიჩა სასტარტოში იქნება
ჩანაწერი

ხვიჩა სასტარტოში იქნება

ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ამჯერად „პარი სენ ჟერმენს’’ ქუვეითში „ჯაბერ ალ-აჰმადზე’’ „მარსელის’’ ჯავრი აქვს საყრელი: ლიგა 1-ის მე-5 ტურში, „ველოდრომზე’’ რობერტო დე ძერბის გუნდმა ლუის ენრიკესას 1:0 მოუგო. შეუძლებელია ეს ამბავი პარიზელთათვის დამატებითი მოტივაცია არ იყოს. პსჟ-ს კაპიტანი მარკინიოსი: „შიში რა სახსენებელია. „მარსელის’’ არასდროს მეშინია. ჩვენ მოწინააღმდეგეს ყოველთვის პატივს ვცემთ, არ აქვს მნიშვნელობა ვის...

ფული კარგია, მაგრამ ხალხი?
ჩანაწერი

ფული კარგია, მაგრამ ხალხი?

ხვალ ქუვეითში საფრანგეთის სუპერთასის (Trophée des Champions) მატჩია, ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის გოლიათი „პარი სენ ჟერმენი’’ დაუძინებელ მოქიშპეს „მარსელს’’ ხვდება. ზოგადად, პარიზელთა და მარსელელთა დაპირისპირებას „ლე კლასიკს’’ ეძახიან. იგი ფრანგული საკლუბო ფეხბურთის აფიშიდან იმ არცთუ მრავალრიცხოვან მოვლენათაგანია, რომელიც ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებასაც აინტერესებს. Trophée des Champions სუპერთანამედროვე „ჯაბერ ალ-აჰმადის’’ 60 ათასიან სტადიონზე გაიმართება....

დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის
ჩანაწერი

დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის

ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს. ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს....

გამარჯვება 14 წლის შემდეგ
ჩანაწერი

გამარჯვება 14 წლის შემდეგ

„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს. „მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს...

როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში
ჩანაწერი

როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში

„მარსელისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში გადაიდო. ადგილობრივი პრეფექტურის სამსახურები წინა დღიდან აკვირდებოდნენ საგანგაშო სიგნალებს: ნარინჯისფერი განგაში, ძლიერი წვიმა, მეხი, ქალაქის დატბორვისა და მოულოდნელი ღვარცოფების რისკი. მარსელელები იმედოვნებდნენ, რომ ანდაზისა არ იყოს ისე არიწვიმებდა როგორც ქუხდა და „ველოდრომიც’’ მზად იყო 65 000 მაყურებლის მისაღებად, მაგრამ 14 საათზე, როდესაც პირველმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიდამოებში შეგროვება დაიწყეს, გუნდები კი...

მარსელი-პსჟ ხვალისთვის გადაიდო! კი მაგრამ ოქროს ბურთი?
ჩანაწერი

მარსელი-პსჟ ხვალისთვის გადაიდო! კი მაგრამ ოქროს ბურთი?

ფრანგული მედია რამდენიმე დღეა აცხადებდა, რომ ბუშ-დიუ-რონის თავს დატეხილი ავდრის გამო დღევანდელი შეხვედრა „მარსელსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის საფრთხის ქვეშ იდგა და აი, რეგიონის პრეფექტის გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო. ის ხვალ, საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხვალ ზუსტად იმავე დროს პარიზში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან მას დაესწრებიან დაშავებულები ოსმან...

ხომ არ ჩაიშლება პსჟ-ს თამაში?
ჩანაწერი

ხომ არ ჩაიშლება პსჟ-ს თამაში?

ხვალ დიდი მატჩია, „მარსელი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს, „პარიზიენში’’ კი უცნაური წერილი დაიწერა: ჩაიშლება ფრანგული კლასიკო? – კითხულობს ფრანგული გაზეთი. პირველი, რასაც მკითხველი იფიქრებს გუნდების გულშემატკივართა მტრობაა. მარსელელი ქომაგები დედაქალაქელთა გუნდისადმი ავი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ თურმე ამჯერად მიზეზი სულ სხვაა: ზღვისპირა ქალაქში ავდარია გამოცხადებული. პროგნოზის თანახმად დღეს, შაბათს და ორშაბათს მარსელში მზიანი დარი იქნება, აი,...

ჟორჟი კი ტრიბუნაზე იჯდა
ჩანაწერი

ჟორჟი კი ტრიბუნაზე იჯდა

„ლიონმა’’ „მარსელს’’ 1:0 მოუგო, ლიონელთა ყოფილი თავდამსხმელი და ვარსკვლავი, მეფე ჟორჟად წოდებული ჟორჟ მიქაუტაძე კი ამ შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ― ის უკვე „ვილიარეალის’’ ფეხბურთელია. „ლიონმა’’ კარგად ითამაშა, თან ცოტა გაუმართლა კიდეც. პირველი მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ შეხვედრაში მოხდა, 29-ე წუთზე სტუმართა ლინგლისელი მცველის სიჯეი ეგან-რაილის გაძევება გახლდათ. მიზეზი: ბოლო იმედის ჯარიმა. 87-ე წუთზე კი...

დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო
ჩანაწერი

დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო

ადრიენ რაბიოს ამბავი მოგეხსენებათ, ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან ჩხუბის შემდეგ „მარსელმა’’ ის მოკვეთა და ახალ კლუბს ელის. ყველაფერი თითქოს მკაცრად და მკაფიოდ იყო, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრეს-კონფერენციაზე ყველა გააკვირვა. მან თქვა: „მე პაბლოსთან (კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან) და მეჰდისთან (სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან) ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ...

ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი
ჩანაწერი

ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი

„ნაპოლის’’ როგორც ჩანს ჭამა მადაში მოუვიდა: როტორც SportItalia-ს ჟურნალისტი და სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ალფრედო პედულა წერს, აურელიო დე ლაურენტისს „მარსელიდან’’ ჩხუბის გამო გაგდებული ფრანგი ადრიენ რაბიოს ყიდვა მოუნდა. „იუვენტუსის’’ ყოფილ ფეხბურთელზე თვალი „მილანსაც’’ უჭირავს. პედულა წერს, რომ ნეაპოლელებმა გაიკითხეს, თუ რა დაუჯდებათ ნახევარმცველის ყიდვა და რა ხელფასის გადახდა მოუწევთ მისი გადაბირების შემთხვევაში. რაბიოს ხელფასი ივნისამდე...