სამი ქართველის, გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას „მეცს’’ სავარაუდოდ აღარაფერი ეშველება, მომავალ სეზონში ლიგა 2-ში მოუწევს წვალება ლიგა 1-ში დასაბრუნებლად, „მარსელი’’ კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გზაზე დადგა- 3:1. ზღვისპირელები დომინირებდნენ. მათგან გოლები გაიტანეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (13), იგორ პაიშაომ (48) და ჰამედ ჟუნიორ ტრაორემ (93), მეცელთაგან კი თავი გიორგი წიტაიშვილმა (49) გამოიჩინა....
ჭდე: მარსელი
მარსელს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია: „მარსელის „ოლიმპიკს’’ ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის. კლუბმა გამოაცხადა, რომ რობერტო დე ძერბი ფეხბურთის 48 წლის სპეციალისტმა შეცვალა. ბეიე ბოლოს „რენში’’ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც დე ძერბი „მარსელიდან’’. სენეგალის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 2003-07 წლებში თამაშობდა და რომლის...
დიდი კრიზისი მარსელში
„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის. ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’...
მარსელში დე ძერბის გამოეტირნენ
ის, რაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: რობერტო დე ძერბი „მარსელის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი საფრანგეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში 2024 წლის ზაფხულში დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ ბოლოხანს გუნდს ზედიზედ ისეთი ცუდი შედეგები ჰქონდა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობისთვის და კერძოდ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთვის ბოლო წვეთი „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:5-ის წაგება გამოდგა....
დემბელე: ბალერდი ნაგავია
არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე...
დე ძერბი შაბათს მარსელში აღარ იქნება
მარსელში რობერტო დე ძერბისთან დაკავშირებული ვითარება რთულდება. მართალია გუნდმა თასის გათამაშებაში „რენი’’ 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ წააგო რა „ბრიუგესთან’’ (0:3), 2:2 ითამაშა „პარიზთან’’ და 0:5 განადგურდა „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’. ასეთმა შედეგებმა იტალიელ მწვრთნელს წყალი შეუყენა. ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია პსჟ-თან წაგება იყო. მატჩის შემდეგ დე ძერბიმ ჟურნალისტებს...
მარსელელი dpd ვირთხები
„ლე კლასიკი’’ ისე არ ჩაივლის სკანდალი რომ არ მოჰყვეს. კვირას, „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ იოლად მოუგო 5:0, მაგრამ სტადიონზე თამაში მცირე ხნით მაინც შეწყდა, რადგან ტრიბუნები სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე დიდი სკანდალი მოჰყვა უზარმაზარ ბანერს, რომელიც ულტრასებმა გამოფინეს. რა არის ამ ბანერში შეურაცხმყოფელი? ამისათვის გავარჩიოთ რა წერია და რა არის გამოსახული მასზე....
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60...
სობოსლაის უჩვეულო გოლი
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,...
კვარას შეტევა დაუწუნეს
„პარი სენ ჟერმენმა’’ 2026 წელი ისევე დაიწყო, როგორც დაასრულა 2025: ტიტული მოიგო. რთულ დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა „მარსელს’’ პენალტებით 4:1 აჯობა. მანამდე შეხვედრა დრამატული სცენარით წარიმართა და 2:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ ეს იყო მესამე ჯილდო, რომელიც პსჟ-მ ბოლო ნახევარ წელიწადში თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგო: ევროპის სუპერთასი („ტოტენჰემის’’ წინააღმდეგ), საკონტინენტთაშორისო თასი („ფლამენგოს’’ წინააღმდეგ) და საფრანგეთის სუპერთასი. თამაშს...









