ნეიმარი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. მან მარსელელ ალვარო გონსალესს უკნიდან რამდენჯერმე თავში ჩაუტყაპუნა და მერე რასიზმში დასდო ბრალი. ბრაზილიელი ამბობს, რომ ესპანელმა მას „ძაღლიშვილი მაიმუნი” უწოდა. ჩხუბი პარიზში თამაშის ბოლოს ატყდა. მატჩი, ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა — „პარი სენ ჟერმენმა” შინ 0:1 წააგო „მარსელთან”. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე...
ჭდე: მარსელი
ერთი ქალაქის გმირი
ამ ბიჭზე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვწერდით. ლაიტმოტივი ის იყო, რომ 33 წლის დიმიტრი პაიე ფრანგული „მარსელის“ ლიდერი და ქომაგთა უსაყვარლესი ფეზბურთელია. ახლა მარსელელებს პაიე ორმაგად უყვართ და ის, რაც მან გააკეთა, ქალაქში მთელი ღამით ზეიმის მიზეზი გახდა. დიმიტრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა და წლიურად 6 მილიონ ევროს იღებდა....
იყოს ჯარიმა!
მიუხედავად საშინელი ფინანსური მდგომარეობისა, რასაც უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვა, ფრანგული „მარსელის“ ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერებთან განშორებას არ აპირებს. „ტოვენი, პაიე და მანდანდა გუნდში რჩებიან. თუნდაც ჯარიმის გადახდად დაგვიჯდეს, ხმაურიან გაყიდვებს ჩვენგან არ ელოდეთ. გვინდა, ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანები ვიყოთ, თუმცა არც ეკონომიკური ფაქტორები გვავიწყდება. გუნდში შემდგომი ფინანსური ინექციები დაუშვებელია. განვითარების სტაბილურ ფაზაში უნდა გადავიდეთ,“ – განაცხადა „მარსელის“...
დინამო ჩემპიონთა ლიგაში
თბილისის „დინამო“ და საერთოდ ქართული წყალბურთის გუნდი წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ჩემპიონთა ლიგაში პირველად ჩაერთო. რევაზ ჩომახიძის გუნდს ეს პატივი „უაილდ ქარდის“ საშუალებით ერგო. „დინამომ“ მძიმედ დაიწყო და ზედიზედ 9 მატჩი წააგო, შემდეგ ისტორიული გამარჯვებაც იზეიმა – 3 მარტს თბილისის საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა, დინამოელებმა ფრანგულ...
ბალოტელი ბრეშას დატოვებს
„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“...
სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…
„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია. მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების...
საფრანგეთი დამთავრდა
საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა ქვეყანაში აგვისტომდე ყველანაირი სპორტული ღონისძიება აკრძალა. ამბობდნენ, რომ მატჩები შესაძლოა გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ფილიპმა ესეც გამორიცხა. ახალი სეზონი ჩვეულებრივ, აგვისტოდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა ლიგა 1-ს ჩემპიონი და გავარდებიან თუ არა გუნდები ლიგა 2-ში და ვინ მოიპოვებს ევროტურნირების საგზურს. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ...
გაიძვერა
გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ. ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ...
ფეხბურთის კაცი!
თორნიკე ოქრიაშვილი დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს რუსთავში სიმაღლე: 181 სმ; წონა: 71 კგ ამპლუა: ნახევარმცველი კლუბი: კრასნოდარი (რუსეთი) საკლუბო კარიერა: 2008 ოლიმპი 2009-2010 გაგრა (23 მატჩი, 1 გოლი) 2010 შახტარი 2, უკრაინა (13 მატჩი, 3 გოლი) 2010-2014 ილიჩოვეცი, უკრაინა (57 მატჩი, 4 გოლი) 2014 ჩერნომორეცი, უკრაინა (10 მატჩი, 3 გოლი) 2014-2016 გენკი, ბელგია (34...
ევრას ევროჯარიმა და ევროდისკვალიფიკაცია
პატრის ევრა გულშემატკივრის ცემისთვის “მარსელმა” დაითხოვა. ამასთან, 36 წლის ვეტერანს სეზონის ბოლომდე ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. მარცხენა მცველი 10 ათასი ევროთიც დააჯარიმეს. ინციდენტი 2 ნოემბერს, ევრას მშობლიური პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ადგილობრივ “ვიტორიასთან”, ევროთასის შეხვედრის დროს მოხდა. ევრა სათადარიგო იყო და მოედნის კიდესთან ხურდებოდა, როდესაც ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს. ფეხბურთელმა თავი ვერ შეიკავა და პროვოკატორს პასუხი წიხლით გასცა....









