პეპ გვარდიოლას შეუძლია კიდევ ხუთი წლით დარჩეს „მანჩესტერ სიტიში” და ამ ხნის განმავლობაში 100 მილიონი გირვანქით გამდიდრდეს. კლუბი წლიური ხელფასის თხუთმეტიდან ოც მილიონ გირვანქამდე გაზრდას ჰპირდება. კატალონიელ სუპერ-მწვრთნელს დღეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას საფინანსო საქმეთა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დაბევება-გადაბირებაში გამოიჭირეს და დიდი შანსია სატრანსფერო საქმიანობა დროებით აუკრძალონ....
ჭდე: მანჩესტერ სიტი
თავზე თმა და გოლი რომელიც იყო, მაგრამ არ იყო
ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია. შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო....
სიტი თავხედია თუ თავდაჯერებული?
„მანჩესტერ სიტის” სწამს, რომ გაისადაც ყველა ინგლისური შეჯიბრების ფინალში გავა. პეპ გვარდიოლამ და მისმა გუნდმა ამთავითვე შეუკვეთეს „უემბლის” წინ მდებარე სასტუმროში ადგილები, თან სამჯერ. უფრო სწორად ოთხჯერ, მაგრამ ოთხიდან ერთი ფინალი ისედაც დაბევებული ჰქონდათ. ეს სასტუმრო „ჰილტონია”, სადაც „ქალაქელები” ხვალაც გაჩერდებიან — შაბათს, 18 მაისს, ხომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, „სიტი” „უოტფორდს” ხვდება. ამრიგად, „მანჩესტერ...
ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…
მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...
არ დაარტყაო, უყვიროდნენ კომპანის!
სერხიო აგუერომ უნდა ილოცოს, ვინსენტ კომპანიმ რომ არ დაუჯერა და კარში დაარტყა. ბელგიელმა ულამაზესი გოლი შეაგდო (ვიდეომიმოხილვაში 1:40-დან) და ამ გოლის წყალობით „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია. ახლა, ყველაფერი ბოლო ტურში, ბრაიტონში გადაწყდება. „სიტის” კონკურენტი „ლივერპული” კი „ვულვერჰემპტონს” უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა კვირას, 12 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება. „ქალაქელები” „ლესტერთან” შეხვედრის წინ...
პეპის ვალენტობა კამპ ნოუზე
თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონასა” და „ლივერპულის” ნახევარფინალური შეხვედრა (3:0)„ბლაუგრანას” ყოფილმა და მის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კამპ ნოუს” ტრიბუნიდან ნახა. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ გვარდიოლა „ბარსას” ყოფილი თავკაცია, დღეს ის „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და სწორედ „ლივერპულს” ებრძვის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის. „მარკა” წერს, რომ პეპმა თამაში თავისი ჩვეული ადგილიდან, მამასთან, ვალენტი გვარდიოლასთან ერთად...
მოურინიუ: იურგენს საერთოდ არაფერი მოუგია
ჟოზე მოურინიუმ beIN Sports-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედში” ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იურგენ კლოპს „ლივერპულში” ან პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში”. შეგახსენებთ, რომ „განსაკუთრებული” „ოლდ ტრეფორდიდან” 2018 წლის დეკემბერში დაიფრინეს. „იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ეს იმით ახსნა, რომ პორტუგალიელის ფილოსოფია მანჩესტერული კლუბისას არ ერგებოდა. და ახლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა” ბარსელონაში...
სიტი რეკორდს ემუქრება
„მანჩესტერ სიტი” მზად არის „ატლეტიკოს” ერთი ფეხბურთელის გამო დაამხოს თავისი სატრანსფერო რეკორდი და თუ საჭიროა 70 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ევროპული პრესა წერს, რომ მართალია პეპ გვარდიოლა დღეს „ლივერპულთან” საჩემპიონო რბოლით არის დაკავებული, მაგრამ „ქალაქელები” არც სატრანსფერო ფრონტზე არიან უქმად. ესპანური რადიო Cadena SER იუწყება, რომ პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს 22 წლის ნახევარმცველის როდრის ყიდვა უნდა....
ლივერპული?
მოდგა მაისი და მორიგი პრემიერლიგის ბოლოც. ჩემპიონობისთვის ჭიდაობაა, ოცდაათი წლის დამშეული ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ სიტის, რომელმაც დერბი მოუგო „იუნაიტედს“ „ოლდ ტრეფორდზე“ და პირველ სტირქონზე დარჩა. შობის შემდეგ „ლივერპული“ ხუთი ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ ეს ქულები ზამთარშივე დაკარგა. ასეთ დროს დარჩენილ თამაშებს ჩამოწერენ ხოლმე და სავარაუდო ხინჯებსაც ამ სიაში ეძებ. ბოლო ტური ერთ...
სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0. კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”. ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში...


