ჭდე: მანჩესტერ სიტი

Home მანჩესტერ სიტი
ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო
ჩანაწერი

ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო

გერმანული „შპორტ ბილდი” გაბრაზებულია. „დაუწერელი კანონია, როდესაც ფეხბურთელს ყიდი, აღარ უნდა ათამაშო, რადგან თუ ათამაშებ, ის შეიძლება დაშავდეს”, — წერს ჟურნალი, რომელიც ლეროი სანეს ტრავმას ეხმაურება. სანეს ყიდვაზე „ბაიერნი” მუშაობდა და მოლაპარაკებები კარგა შორსაც იყო წასული, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელი „ლივერპულის” წინააღმდეგ, ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ათამაშა, სადაც ის მე-13 წუთზევე დაშავდა და… ახლა...

ლივერპულის ტაიმი ოთხით
ჩანაწერი

ლივერპულის ტაიმი ოთხით

პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...

კლოპი და სხვისი ჯიბე
ჩანაწერი

კლოპი და სხვისი ჯიბე

იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის” სიმდიდრეზე და სატრანსფერო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება — აბა, ჩვენ, „ლივერპულს” მაგდენი სად გვაქვსო. „სიტიმ” გერმანელი მწვრთნელის ეს განცხადება მის ავტოგოლად მიიჩნია — თურმე, ბოლო ორი წელიწადია, „ლივერპული” მეტს ხარჯავს. კვირას ინგლისში „ქომუნითი შილდია” ანუ სუპერთასი. ერთმანეთს სწორედ „სიტი” და „ლივერპული” ხვდებიან და კლოპმა ამ შეხვედრის წინ მანჩესტერელთა სიმდიდრის თემა თითზე დაიხვია;...

კლოპს არ შურს
ჩანაწერი

კლოპს არ შურს

ამ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიმ” სატრანსფერო ხარჯვის რეკორდი მოხსნა; არც დიდმა ევროპულმა კლუბებმა დააკლეს; „ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი იმ ფეხბურთელებითაც კმაყოფილია, რომლებიც ჰყავს. გერმანელმა, „ქალაქელების” სქელი ჯიბისა არ მშურსო, არადა მერსისაიდელებს 2019-20 წლების სეზონში სერიოზული ამოცანები ელით — ჩემპიონთა ლიგის ტიტული უნდა დაიცვან და პრემიერლიგაში „სიტისთვის” ჩემპიონობის წართმევა უნდა ცადონ. სულ კი „ლივერპული” ექვს ტროფის...

გვარდიოლას კონტრშეტევა
ჩანაწერი

გვარდიოლას კონტრშეტევა

მოგეხსენებათ, ჩინურმა სახელმწიფო მას-მედიამ „მანჩესტერ სიტი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მიზეზი: მათ ქვეყანაში ამასწინანდელი სტუმრობის დროს „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და ფეხბურთელები ადგილობრივ ფანებს ცხვირაწეულები ეპყრობოდნენ… ყოველ შემთხვევაში, სააგენტო „ჟინჰუას” აზრით ასე იყო, ეს სააგენტო კი მსოფლიოში ყველაზე დიდია. „ჟინჰუას” (იმედია, რომ სიტყვა 新華通訊社 სწორედ ასე გამოითქმის) კრიტიკას მანჩესტერელთა მხრიდან გვარდიოლა გამოეხმაურა. კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა: „წერილს არ ვეთანხმები. მეტიც,...

უჟმური, ამპარტავანი, და უზრდელი „მანჩესტერ სიტი”
ჩანაწერი

უჟმური, ამპარტავანი, და უზრდელი „მანჩესტერ სიტი”

„მანჩესტერ სიტი” ჩინეთში იყო, მაგრამ, ვაი, ასეთ ყოფნას — კომუნისტური ქვეყნის სახელმწიფო მედიამ პრემიერლიგის ჩემპიონს სულ ქედმაღალი და უპატივცემულო უწოდა. საინფორმაციო სააგენტო „ჟინჰუამ”, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ცხადია ხელისუფლების აზრს გამოხატავს, „ქალაქელებზე” დაწერა, რომ ისინი ფულს არიან დახარბებულები და სხვა ფასეულობები არ გააჩნიათ. სტატიას ჰქვია: „ჩინელი გულშემატკივრის სიყვარული „მანჩესტერ სიტისადმი” მათსავე ქვეყანაში დაუფასებელი დარჩა”. მასში...

ბაიერნის გეგმები
ჩანაწერი

ბაიერნის გეგმები

„ბაიერნი” ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტიდან” ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს. 23 წლის სანე პრემიერლიგაში გადასვლამდე „შალკეში” თამაშობდა. მაგრამ, იმ შემთხვევისთვის თუ სანეს გადაბირება არ გამოვა, „რეკორდმაისტერი” „ბ” გეგმას ამზადებს. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით „ალიანს არენაზე” „ბარსელონასგან” ფრანგი ოსმან დემბელეს გამოსყიდვაზე ფიქრობენ. დემბელე 22 წლისაა. ცნობილია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი დიდი შეფი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დემბელეს ბავშვობიდან აკვირდებოდა და ჯერ კიდევ 2016...

კლოპს ნორვიჩი თუ გააჩემპიონებს
ჩანაწერი

კლოპს ნორვიჩი თუ გააჩემპიონებს

პრემიერლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატს ვიცე-ჩემპიონ „ლივერპულის“ და პრემიერლიგაში დაბრუნებული „ნორვიჩის“ მატჩი გახსნის. საინტერესო სტატისტიკა: ბოლოს, როცა მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატი „ნორვიჩთან“ შეხვედრით დაიწყეს, ჩემპიონობაც იზეიმეს. 1976 წელს ბილ შენკლის „ლივერპულმა“ სეზონის პირველ მატჩში „ნორვიჩს“ 1:0 სძლია და… მაშინ „ლივერპული“ პირველი დივიზიონის გამარჯვებული მეათედ გახდა. უცნაური დამთხვევაა, იმ სეზონში შენკლის გუნდმა ჩემპიონატი 1 ქულით მოიგო,...

ჩანაწერი

პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება. კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო...

ჩანაწერი

ფული სილვასაც ანათებს

დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს? „სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა...