ჭდე: ლუსიენ ფავრი

Home ლუსიენ ფავრი
ფავრი თუ ტერზიჩი?
ჩანაწერი

ფავრი თუ ტერზიჩი?

არასტაბილური სეზონის შემდეგ, „დორტმუნდის” 25 წლის მცველი მანუელ აკანჯი ფეხზე უფრო მყარად დადგა; „ვოლფსბურგს” გოლიც კი გაუტანა. „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში, შვეიცარიელ ფეხბურთელს, დორტმუნდელთა ყოფილი და ახალი მწვრთნელების ლუსიენ ფავრისა და ედინ ტერზიჩს შედარება სთხოვეს. „დორტმუნდმა” გუშინ „ლაიპციგს” სტუმრად 3:1 მოუგო.„შავ-ყვითლებს” უახლოეს მომავალში „ლევერკუზენთან” და „გლადბახთანაც” უწევთ თამაში. თუმცა, ამ ორომტრიალში აკანჯისთვის ამოცანა დღესავით ნათელია....

ჩანაწერი

უცნაური ახალი მწვრთნელის პირველი გამარჯვება

ბრემენში შედგა „დორტმუნდის” ახალი თავკაცის, მეოთხე ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელისა და გამოუცდელი მწვრთნელის ედენ ტერზიჩის დებიუტი, რომლის შემდეგაც კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მას გადაეხვია და მინი-კრიზისის დასრულება მოულოცა — ლუსიენ ფავრის სამსახურიდან გაშვების ორი დღის თავზე, „ყვითლებმა” სტუმრად 2:1 მოიგეს. მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს არ იყო მსოფლიო ფეხბურთის სკალაზე უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ...

ჩანაწერი

დორტმუნდის უცნაური ახალი მწვრთნელი

ედინ ტერზიჩი. 38 წლის. თამაშობდა გუნდებში, რომლებიც ბევრს ალბათ გერმანიაშიც არ გაუგია: „ისერლონში”, „ვესტფალია ჰერნეში”, „ვატენშაიდ 09″-ში და „კლოპენბურგში”. ის დაიბადა პატარა ქალაქ მენდენში, რომელიც დორტმუნდთან ანუ მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარეობდა. დედით ხორვატია, მამით კი ბოსნიელი. გერმანიის გარდა ხორვატიის მოქალაქეცაა. ბოხუმში, რურის უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სპორტულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ედინ ტერზიჩი „დორტმუნდის” მწვრთნელად დანიშნეს. მან...

მაკრატელი აკრიჭინდა: კრიჭი, კრიჭი, კრიჭი…
ჩანაწერი

მაკრატელი აკრიჭინდა: კრიჭი, კრიჭი, კრიჭი…

ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის გადაწყვეტილებას სრული მასხარაობა უწოდა. 20 წლის ინგლისელმა, რომელიც „დორტმუნდში” თამაშობს, თმა შეიჭრა, ოღონდ არც მას და არც მის დალაქს covid 19-გან დამცავი ნიღაბი არ ჰკეთებია. ჰიგიენის კანონების დარღვევისთვის ლიგამ სანჩო 10 000 ევროთი დააჯარიმა. სანჩო მარტო არ იყო. მასთან ერთად გახლდათ მისი შვეიცარიელი თანაკლუბელი მანუელ აკანჯი, რომელიც ასევე დასაჯეს. მომხდართან დაკავშირებით, ბუნდესლიგამ...

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?
ჩანაწერი

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?

„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს? ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების,...

ფეხბურთი და ანტიფეხბურთი
ჩანაწერი

ფეხბურთი და ანტიფეხბურთი

გემოვნების ამბავია, ვის რა მოსწონს, თუმცა „ატლეტიკო“ გოლს პირველი რომ გაიტანს, შემტევი ფეხბურთის მოყვარულთათვის, იმ თამაშისთვის აღარ შეიხედება. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართულ შემთხვევაში „ტრაგედია“ დატრიალდა და საულმა გოლის გატანა უკვე მე-4 წუთზე მოახერხა. რას ნიშნავს ეს? „ატლეტიკომ“ ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც ასე კარგად გამოსდის და მათი კარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, დღეს ევროპის...

ჩანაწერი

გერმანიაშიც სასწაულს ელიან?

დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა...

ძირს ორშაბათი!
ჩანაწერი

ძირს ორშაბათი!

„დორტმუნდის” შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მხარს უჭერს იმ გერმანელს გულშემატკივრებს, რომლებიც ორშაბათობით ბუნდესლიგის თამაშების გაუქმებას ითხოვენ. „ორშაბათის თამაშებს აბსოლუტურად გავაუქმებდი. მათი არსებობა უბრალოდ სასაცილოა”, — თქვა ფავრმა „ფრაიბურგთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის უმეტესი დრო (დათქმული იყო 20 წუთი), გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა საპროტესტო დუმილში გაატარეს. ფავრი: „გულშემატკივრების დუმილმა გული...

გერმანელებო, ფავრი თავისუფლდება!
ჩანაწერი

გერმანელებო, ფავრი თავისუფლდება!

„ფრანს ფუტბოლი” წერს, რომ ლუსიენ ფავრი სეზონის ბოლოს „ნიცადან” მიდის. ფრანგულ კლუბთან მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა, მაგრამ ეს საკითხი 3 მილიონი ევროს გადახდით გვარდება. „ნიცას” ხელმძღვანელები 60 წლის შვეიცარიელს ელაპარაკნენ და მხარეებმა გადაწყვიტეს „მშვიდობიანად დაცილებოდნენ” ერთმანეთს. ფავრის „ნიცადან” წასვლა ყველაზე მეტად ბუნდესლიგის კლუბებს აინტერესებთ. „ბაიერნი” და „დორტმუნდი” ჯერაც ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ფავრის „დორტმუნდში”...