გასულ უქმეებზე დასრულდა 39 წლის სევილიელი ხესუს ნავასის დიდი საფეხბურთო კარიერა. ესპანელის პატივსაცემად, მადრიდის „რეალთან“ „სევილიას“ გასვლითი მატჩის წინ გუნდებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს. ნავასი სათადარიგო გახლდათ, მაგრამ სასტარტო სასტვენამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროს ორგზის გამარჯვებულთან გამომშვიდობებისას, საპატიო დერეფანში დადგნენ და ვეტერანს ოვაციებით მიესალმნენ, მათ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებიც შეუერთდნენ. ამ დროს ხესუსი აცრემლდა. „რეალმა“...
ჭდე: ლუკა მოდრიჩი
ლუკა – 38
„ბაიერნთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში (2:2), შცვლაზე შესული მადრიდის „რეალის“ 38 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა მესამე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრების ამ ეტაპზე. მოდრიჩს ამჟამად უსწრებს „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინი, რომელმაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა 38 წლისა და 302 დღის ასაკში. ხორვატს ასევე ჯობნის „მილანის“ სხვა მცველი,...
ლევი ამბავი
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს. „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა. დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო...
ვინ არის ვანია ბოსნიჩი?
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მთავარი ფიგურა ლუკა მოდრიჩი იყო. 37 წლის ფეხბურთელი შესაშური სისწრაფითა და ენერგიით დაქროდა მოედანზე ყველა მიმართულებით. ის რომ ხორვატთა ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა, უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა. მოდრიჩი იყო მთავარი შემოქმედი ოთხი წლის წინანდელი წარმატებისაც, როდესაც ბალკანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. ხორვატთა კაპიტანი იმ წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მოდრიჩი...
საუკეთესოებიც არგენტინელებისაა
ყატარში დასრულებული მონდიალის შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოებიც ჩამოარგიგეს. საუკეთესო ფეხბურთელად, ცხადია, ლეო მესი აღიარეს. არგენტინელი ფეხბურთელის კონკურენტები ფრანგი კილიან მბაპე და ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყვნენ, თუმც… ტურნირის საუკეთესო მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესი დაასახელეს, ვინც ფინალში ჩინებულ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი იქამდეც რამდენჯერმე გადაარჩინა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მისივე თანამემამულე ენცო ფერნანდესი აღიარეს. ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა,...
უნიკალური მოდრიჩი
ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი, ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სამი განსხვავებული ათწლეულის განმავლობაში უთამაშია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ამ მიღწევის ავტორი ის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისას გახდა, რომელშიც ხორვატები მაროკოს უგოლოდ დაშორდნენ. 37 წლის მოდრიჩმა ოთხ მონდიალზე (2006, 2014, 2018 და 2022), და ამდენივე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა (2008, 2012, 2016, 2020)....
ჩაშლილი დაბადების დღე
გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები ერთ მუშტად უნდა იყვნენ შეკრულები, მაგრამ 2012 წელს „რეალში” ასე არ იყო. მაშინ მადრიდელთა თავკაცად ჟოზე მოურინიუ მუშაობდა. პორტუგალიელმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსიდან” განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი იჯარით გადაიყვანა და ისტორია, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ მას შეემთხვა. ისე მოხდა, რომ „რეალში” გადასულ ესიენს 30 წელი შეუსრულდა. ნახევარმცველმა იუბილეს კარგად აღნიშვნა გადაწყვიტა. მან, ჩვენებურად რომ...
რეალი, მოდრიჩი და პლუს ერთი
მადრიდის „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. 36 წლის მოდრიჩმა გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ლუკა „რეალის“ ფეხბურთელი 2012 წელს გახდა. ინგლისური „ტოტენჰემიდან’ გადავიდა 35 მილიონ ევროდ. მას შემდეგ მან ხუთჯერ მოიგო...
ბეილის მორიგი ფინალი
ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ გარეთ ბეილს „რეალის” წინაშე დამსახურებას ვერავინ დაუკარგავს. უელსელი დღესაც მადრიდშია და თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი” „ლივერპულს” დაამარცხებს, მეხუთედ(!) მიიღებს საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯილდოს. ეს მისთვის მეთექვსმეტე მადრიდული ტიტული იქნება. მაგრამ, ერთ თვეში ბეილს „ლოს ბლანკოსთან” ხელშეკრულების ვადა ეწურება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული ცხრა წლის მიუხედავად, გულთბილ გამოსამშვიდობებელ საღამოს არავინ...
გამოიკვლიეთ მოდრიჩი !
ტიერი ანრიმ და ჯეიმი კარაგერმა ერთად წაიყვანეს რეპორტაჟი „რეალი“ – ჩელსი“… ანრიმ, მოდრიჩის გენიალური საგოლე პასის მერე ემოციურად თქვა: „ეს კაცი ლამის 50 წლისაა. რას აკეთებს ისეთს, რომ მსგავს ამბებს ატრიალებს მინდორზე? გამოიკვლიეთ. დაუჯერებელია“. კარაგერი ანრის დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პასი იყო, რაც კი ოდესმე უნახავს. „მოდრიჩი ცნობილია ასეთი გადაცემებით, მაგრამ ეს...









