ჭდე: ლუკა მოდრიჩი

Home ლუკა მოდრიჩი
ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს
ჩანაწერი

ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს

„რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა. წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსი” საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა, მაგრამ საქმეში მოდრიჩი ჩაერთო. მან ლონდონელთა საჯარიმოში ბრწყინვალე გრძელი პასი მიაწოდა როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით...

უბერებელი ლუკა მოდრიჩი
ჩანაწერი

უბერებელი ლუკა მოდრიჩი

ესპანეთის სუპერთასის ფინალში მთავარი გმირი უბერებელი ლუკა მოდრიჩი იყო. საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში „რეალმა“ „ბილბაოს“ 2:0 მოუგო. პირველი გოლი სწორედ ხორვატმა გაიტანა. 36 წლის ნახევარმცველმა 38-ე წუთზე ლამაზი დარტყმით დააწინაურა კარლო ანჩელოტის გუნდი. კომბინაცია, რომელიც მოდრიჩის გოლით დასრულდა, ტიბო კურტუასგან დაიწყო და მასში მონაწილეობდნენ კაზემირო, ტონი კროოსი, თავად მოდრიჩი და როდრიგო. ამ ეპიზოდის გარდა „რეალის“...

ანჩელოტი: მათ ბევრი დავალება არ სჭირდებათ
ჩანაწერი

ანჩელოტი: მათ ბევრი დავალება არ სჭირდებათ

„რეალმა“ ლა ლიგის მე-13 შეხვედრაში, გრანადაში 4:1 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები შეაქო. მან განსაკუთრებით კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი გამოყო. იხუმრა კიდეც, ეს სამეული 2031 წელსაც ასევე ითამაშებსო. „აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სამეული ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად ისინი მსოფლიოს უძლიერესი...

მოდრიჩის 400 რეალური
ჩანაწერი

მოდრიჩის 400 რეალური

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-400 მატჩი გამართა. ამ ერთგვარ იუბილეს განსაკუთრებულ ხიბლს ის სძენს, რომ „ელ კლასიკოს“ დაემთხვა. „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველს ეს დღე 2:1 გამარჯვებით გაულამაზა, ლუკას ემოციები კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. „ეს ბრწყინვალე შედეგია, რომლითაც ვამაყობ. მინდა, კიდევ ბევრ შეხვედრაში დავიცვა „რეალის“ ღირსება. ვნახოთ, რამდენად გამომივა. გუნდში გადმოსვლისთანავე ყველაფერი კარგად ამეწყო. ვერც...

ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო
ჩანაწერი

ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო

20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს. ვინისუსმა პირველი გოლი ტონი...

ჩანაწერი

აკი, დაბერდაო?

მადრიდის „რეალმა“ უკვე შეათანხმა ახალი კონტრაქტი ლუკა მოდრიჩთან. ხორვატ ნახევარმცველს 2021 წლის ივნისში ეწურებოდა კონტრაქტი. „რეალი“, რომელიც 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ლუკას 2022 წლის 30 ივნისამდე თანამშრომლობა შესთავაზა. ხორვატი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არადა, სულ ცოტა ხნის...

ჩანაწერი

მოდრიჩი და კროოსი

„რეალმა” მადრიდული დერბი მოიგო — 2:0. წაგების მიუხედავად „ატლეტიკო” 26 ქულით პირველ ადგილზე დარჩა. თან, დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ „რეალი” 23 ქულით მესამეზე გადავიდა და ის პოზიცია დაიკავა, საიდანაც მწვერვალის დასალაშქრად ბრძოლა უფრო მოხერხებულია. „ლოს ბლანკოსის” გახარებულმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო. ფრანგისთვის ეს იყო ჩინებული კვირის ბოლო...

ჩანაწერი

მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ

„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...

კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს
ჩანაწერი

კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს

ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა....

დარჩით ჩვენთან!
ჩანაწერი

დარჩით ჩვენთან!

არ გამართლდა პროგნოზი, რომ მადრიდის „რეალი“ ვეტერან ლუკა მოდრიჩს შეელეოდა. მიზეზად კი სხვა გარემოებებთან ერთად მისი მაღალი ხელფასიც სახელდებოდა. მსგავსი ხმები არ შეხებია კლუბის ლეგენდად ქცეულ სერხიო რამოსს, მაგრამ ორივე ამ ვეტერანს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება. ბურუსი ფლორენტინო პერესმა გაფანტა. კლუბის პრეზიდენტის თქმით, ქომაგები ვერ გაუგებენ, თუ „რეალი“ უაღრესად დამსახურებულ ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს არ...