როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული. მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018...
ჭდე: ლუკა მოდრიჩი
რეალიდან ერთადერთი ოქროს ბურთიც მიდის
ფლორენტინო პერესმა წლეულს „რეალის“ სერიოზული „გადაიარაღება“ დააანონსა, თუმცა ხმაურიანი ტრანსფერები მხოლოდ ზაფხულშია მოსალოდნელი. როგორც წესი, დიდი საფეხბურთო ფორუმების წინ დონ ფლორენტინოს დარი საქმოსნები ფეხს ითრევენ: ემანდ ბევრმილიონიანმა შენაძენმა ევრო 2020-ზე ტრავმა არ მიიღოს, ან ეგებ, სულ სხვა ახალმა ტალანტმა დაიქუხოსო. ამასობაში კი ზინედინ ზიდანი ძველ კადრებ დაუნანებლად ეთხოვება და სახელფასო ფონდსაც მნიშვნელოვნად ათავისუფლებს. გუნდიდან ლუკა...
ლუკამ ფეხები დატოვა
მადრიდის „რეალის” ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი „ოქროს ფეხის“ ახალი ლაურეატი გახდა. ეს ჯილდო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვილისთვის ყოველწლიურად ენიჭება 29 წლის ზემოთ ფეხბურთელს. წლეულს მოდრიჩმა აჯობა ლეო მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ჯორჯო კიელინის, რობერტ ლევანდოვსკის, უეინ რუნის, სერხიო რამოსს, ჟერარ პიკეს, ტიგუ სილვასა და სერხიო აგუეროს. თავის დროზე კი თავიანთი ფეხების ანაბეჭდები დაუტოვებიათ რობერტო ბაჯოს, რობერტო...
ზიდანის კაცი
ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი „რელის” შემადგენლობაში თამაშის შანსს უმალ მის ფავორიტ ფეხბურთელებს აძლევს, ვიდრე ახლებს. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „თეთრების” მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ფრანგის პირველი მადრიდული პერიოდის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ, მათ შორისაც არის განსხვავება. თუკი ეგრეთწოდებულ ზიდანის ფეხბურთელთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელის ბურჯი და საყრდენია, ეს ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გახლავთ. ამ ეტაპზე...
ოქროს ბურთი ოქროს ხორვატს!
„ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა 33 წლის ხორვატი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ხმების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გადაასწრო და მათ ათწლიან ბატონობას წერტილი დაუსვა. რონალდუ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველობდა, ამჯერად მეორე იყო. მესამე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ანტუან გრიზმანი; მეოთხე მისი თანამემამულე კილიან მბაპე, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზითაც დააჯილდოვეს —...
აზარი: მოდრიჩი ოქროს ბურთს აღარ იმსახურებს!
ედენ აზარს ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა ოლივიე ჟირუმ ჯადოქარი უწოდა, მაგრამ „ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავს ამ ეტაპზე ქება-დიდების მოსმენა არ სურს. ის ამბობს, რომ წლეულს „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთს” არ იმსახურებს, თუმცა იმასაც პირდაპირ დასძენს, რომ ჯილდო არც ხორვატ ფავორიტს ლუკა მოდრიჩს ეკუთვნის. „ადრე რომ ეკითხათ ვიტყოდი, რომ ღირსეული გამარჯვებული მოდრიჩი იქნებოდა, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული ოქტომბრის...
რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა
დღეს, ლონდონში ფიფას გალა წარმოდგენაა — საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება. და ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის არჩასვლის მიზეზი ოფიციალურად, სუფთა სპორტულია: მის გუნდს, „იუვენტუსს” კვირას სტუმრად „ფროზინონესთან” ჰქონდა თამაში, რომელიც 2:0 მოიგო, ხოლო ოთხშაბათს ის „ბოლონიას” მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ლონდონში ჩასაფრენად დრო აღარ რჩება. „იუვენტუსმა” არგუმენტის...
CR7-ის ბანაკი: მოდრიჩი სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა
ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო. ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა. მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე...
დღეს საღამოს ვნახავთ ვინ იქნება დაღლილი
ლუკა მოდრიჩმა თქვა, რომ ნახევარფინალის წინა დღეებში ინგლისელები ხორვატიის ნაკრების მიმართ უპატივცემულობას ამჟღავნებდნენ, რამაც მას და მის თანაგუნდელებს დამატებითი სტიმული მისცა. ხორვატთა 32 წლის კაპიტანმა ITV-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ვუსმედით ხალხს — ინგლისელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიოდნენ და ვხედავდით, რომ ისინი ჯეროვნად არ გვაფასებდნენ. ეს მათი დიდი შეცდომა იყო. ჩვენ ვისმენდით, ვკითხულობდით მათ სიტყვებს...








