ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მე-400 მატჩი გამართა. ამ ერთგვარ იუბილეს განსაკუთრებულ ხიბლს ის სძენს, რომ „ელ კლასიკოს“ დაემთხვა. „რეალმა“ ხორვატ ნახევარმცველს ეს დღე 2:1 გამარჯვებით გაულამაზა, ლუკას ემოციები კი კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. „ეს ბრწყინვალე შედეგია, რომლითაც ვამაყობ. მინდა, კიდევ ბევრ შეხვედრაში დავიცვა „რეალის“ ღირსება. ვნახოთ, რამდენად გამომივა. გუნდში გადმოსვლისთანავე ყველაფერი კარგად ამეწყო. ვერც ვიფიქრებდი, რომ მივაღწევდი ყველაფერ იმას, რასაც ამ გუნდის წყალობით მივაღწიე. მადლობელი ვარ და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ“, – თქვა ლუკა მოდრიჩმა, რომელიც „რეალის“ ღირსებას 2012-2013 წლების სეზონიდან იცავს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
