მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ურუგვაიმ ჩილეს 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა პენალტი შეაგდო, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გაიხსენა სექტემბერში, „ბარსელონადან” „ატლეტიკოში” გადასვლის ამბავი, რაც მისთვის იმდენად ემოციური იყო, რომ საჯაროდ ცრემლიც კი წამოუვიდა. — „ბარსელონაში” ექვსი წელიწადი გავატარე და დარწმუნებული ვარ, ჩემთან ცვლილებების შესახებ დალაპარაკება სხვა გზითაც შეიძლებოდა. ისინი...
ჭდე: ლუის სუარესი
ორიც და გავდივართ
ახლოვდება სანაკრებო თამაშები და ლეო მესიმ თავისი კერძო თვითმფრინავის კარი ესპანეთში მოთამაშე არგენტინელ თანაგუნდელებსაც გაუღო. მესის თვითმფრინავით ბუენოს აირესამდე იმგზავრებს აგრეთვე მისი ახლო მეგობარი, „ბარსელონას” მიერ „ატლეტიკოში” გაშვებული ურუგვაელი ლუის სუარესი. არგენტინა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს 9 ოქტომბერს შინ ეკვადორთან და 14 ოქტომბერს სტუმრად ბოლივიასთან მართავს. ურუგვაი 9-ში ჩილეს მასპინძლობს, ხოლო 14-ში ეკვადორს...
ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ
ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად...
დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი
წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო. „ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის...
ბარსამ სუარესი უფასოდ გაუშვა
ბოლო ცნობებით, ლუის სუარესის „ბარსელონადან“ წასვლა შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუთანხმდა, მაგრამ პრობლემას „ბარსელონასთან“ შეუთანხმებლობა ქმნიდა. საქმე ის არის, რომ კატალონიური კლუბი მზად გახლდათ სუარესისთვის ერთი წლის ხელფასის ნაწილი გადაეხადა, ფეხბურთელი კი, წასვლის სანაცვლოდ, სრულ ანაზღაურებას ითხოვდა. საბოლოოდ, სუარესი კონტრაქტის დარჩენილი ვადით (1 წელი) გათვალისწინებული ხელფასის ნაწილს მიიღებს,...
სუარესი იუვეში აღარ გადადის
თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ლუის სუარესი „იუვენტუსში” აღარ გადავა. ეს ცნობა ესპანურმა მაუწყებელმა RAC 1-მა გაავრცელა. მიზეზი: ურუგვაელი თავდამსხმელი „ბებერი ქალბატონის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებდა. საქმე ის არის, რომ სუარესი იტალიაში არაევროკავშირელის სტატუსს მიიღებს. ევროკავშირელობისთვის მას იტალიის ან ესპანეთის მოქალაქეობა სჭირდება. სერია A-ს კლუბებს კი სატრანსფერო პერიოდში მხოლოდ ორი არაევროკავშირელის ყიდვის უფლება აქვთ....
სუარესი თავს მტრობს
კაცი რომ საკუთარ თავს უმტრობს, ისეა ლუის სუარესის საქმე… „ბარსელონა“ მზადაა, ფორვარდი „იუვენტუსში“ სიმბოლურ ფასად გაუშვას, მაგრამ გაქირზე თავად სუარესი დგას: კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაქვს და რომც წავიდე, იმ დარჩენილი ერთი წლის ხელფასიც სრულად უნდა მომცეთო. არადა, როგორია?! სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევრომდეა. ამხელა ფულის გადაყრას კლუბი ნამდვილად არ აპირებს. „ბარსას“ შეფებმა, შესაძლოა,...
ვისი სული გსურთ?
ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დაწყებამდე თავდასხმის გასაძლიერებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „ბარსელონადან“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჯერ ისევ თეორიაა და იტალიელები მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგნენ. მათი სამიზნე ალვარო მორატაა, რომელიც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 2014-2016 წლებში უკვე ბურთაობდა. ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვენტუსი“ კი სხვა ვარიანტს სთავაზობს: თქვენი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩვენი სამი ნახევარმცველიდან...
სუარესი ტურინისკენ მიიწევს
ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ტურინის „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა ელოდებიან 33 წლის ფორვარდისა და „ბარსელონას“ შორის დადებული ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტას. ეს მარტივად მოსაგვარებელი ამბავია – „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სუარესს გუნდის მომავალში არ მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2002-21 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, მას კარისკენ მიუთითეს....
უკმაყოფილო მარტო სუარესია
„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნახევარდაცვის გაძლიერება მოუწადინებია. კლუბი მზად არის ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს გამოემშვიდობოს. სამაგიეროდ, კუმანს ფრენკი დე იონგის მეწყვილედ „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი დონი ვან დე ბეეკი შეუგულებია. კუმანი ფიქრობს, რომ მისი შეძენით გუნდის ხერხემალი კი გაახალგაზრდავდება, მაგრამ მოიმატებს სტაბილურობა. „აიაქსი“ ვან დე ბეეკს 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი...









