კატალონიური პრესის ცნობით ლუის სუარესის მომავალი „ბარსელონას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელში ნათელი არ არის. ჰოლანდიელმა გუნდის განახლებაზე ილაპარაკა და როდესაც თავდასხმის ხაზს შეეხო, „ლიონიდან” მისი თანამემამულის მემფის დეპაის ყიდვაზე გაამახვილა ყურადღება. გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ, ურუგვაელ ფორვარდზე ათასნაირად დაიწყეს ლაპარაკი, მან კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „არასდროს დაგავიწყდეს,...
ჭდე: ლუის სუარესი
ბარსელონურები
მიუნხენის „ბაიერნთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ გულშემატკივრები უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ. ფანები სიუტატ ესპორტივას ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კლუბის ფეხბურთელ-ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბანერები გამოკიდეს. „კლუბის 121 წლიანი ისტორიის შემარცხვენელი ფეხბურთელები და დირექტორთა საბჭო“, – ვკითხულობთ ერთერთ ბანერზე. ამ ყველაფრის შემდეგ კი „ბარსელონამ“ დიდი ცვლილებები დაგეგმა. ესპანური მედიის ინფორმაციით, კლუბი იმდენი ფეხბურთელის გაშვებას განიხილავს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს....
თავის მართლება არ შეიძლება
ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ” თავად გაუშვა ხელიდან უპირატესობა და დიდი ალბათობით ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა. სეზონის განმავლობაში ლა ლიგის ცხრილს მეტწილად კატალონიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი, სავარაუდოდ ხვალ, „რეალი” გახდება. სუარესმა „მუნდო დეპორტივოს” მისცა ინტერვიუ: „ჩვენ საკუთარი თავი უნდა ვაკრიტიკოთ. ტიტული თავად გავუშვით ხელიდან. კარგად ვხვდებით, რომ ეს ჩვენი ბრალია და თავის გასამართლებელ...
სუარესის და პიკეს ეპიზოდები
კატალონიური მას-მედია „ბარსელონას” წინააღმდეგ მსაჯობაზე ჩივილს განაგრძობს. „სპორტი” წერს, რომ რაც ლა ლიგის სეზონი განახლა, VAR-ი „რეალის” შეხვედრებში ძალიან აქტიურია და მადრიდის კლუბს ეხმარება, „ვალიადოლიდისა” და „ბარსელონას” მატჩში (0:1) კი საეჭვო ეპიზოდების გადამოწმება არ ინება. ხსენებულ თამაშში იყო ორი მომენტი, როდესაც „ბლაუგრანას” ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. უფრო მძაფრი პროტესტი ლუის სუარესს ჰქონდა. მან ხავი სანჩესთან ორთაბრძოლის...
პირად შეხვედრებში უპირატესობა მადრიდელებისაა
მესი გაცეცხლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან მეტოქე დიეგო კარლოსს ხელი ჰკრა. ის, რასაკვირველია წაიქცა და ეს ყველაფერი მოხდა „ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში, რომელიც 0:0 დამთავრდა. ახლა, ლა ლიგის ცხრილში „ბარსას” 30 შეხვედრიდან 65 ქულა აქვს, ხოლო „რეალს” 29 შეხვედრიდან 62. განსხვავება სულ სამი ქულაა. მადრიდელები ხვალ, შუაღამისას, სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” ეთამაშებიან… „ჩვენზე აღარ არის...
სუარესის გეგმები
ლუის სუარესი რეაბილიტაციის გზაზეა. შეგახსენებთ, მან იანვარში, ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში ფეხი იტკინა და ოპერაცია დასჭირდა. ამასობაში რადიო RAC1-თვის მიცემულ ინტერვიუში ურუგვაელმა თავისი კონტრაქტის საკითხებზეც ილაპარაკა. მან ფარდა აჰხადა 2021 წლის შემდეგომ გეგმებს. დარჩება თუ არა „კამპ ნოუზე”? თუ დარჩება, როგორია პირობა? 33 წლის თავდამსხმელმა განმარტა: „იმ შემთხვევაში თუ მომავალ სეზონში თამაშების 60 პროცენტში მივიღებ...
სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...
იგებ, აგებ თუ ფრეს თამაშობ…
კატალონიის დედაქალაქის გუნდების „ესპანიოლისა” და „ბარსელონას” თამაში 2:2 დასრულდა, ორიოდ საათით ადრე კი „რეალმა” სტუმრად „ხეტაფე” დაამარცხა 3:0. ამრიგად, 19 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში ორხელისუფლებიანობაა — „ბარსას” და „რეალს” 40 ქულა აქვთ. ბარსელონურ დერბიში ანგარიში „ესპანიოლმა” გახსნა. შემდეგ „ბლაუგრანამ” ორი გოლი შეაგდო, მაგრამ 88-ე წუთზე, 28 წლის ჩინელმა ლეი ვუმ გაქვითა და მეტოქეებმა ქულები...
დაუფასებელი…
არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და არა იმიტომ, რომ ვერ თამაშობს, არამედ – საუკეთესო ფორმაშია. ეს ერთგვარად პარადოქსია, თუ მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თავად კლუბში დარჩენა უნდა, რატომ უნდა გაუშვან? „ბარსელონას“ შემადგენლობაში ბევრი ვარსკვლავია და სათამაშო დრო ყველას უნდა. ამას თავად ჩილელიც ხედავს, გრძნობს და განიცდის… ვიდალს დიდებული სეზონი აქვს, ლა ლიგაში სულ 524 წუთი...
არა მესითა ხოლო მოიგებს ბარსელონა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს. სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე...









