„ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. მისმა მწვრთნელმა ერიკ როამ მატჩის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც „ოქროს ბურთის’’ ლაურეატის ოსმან დემბელეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა: „მისი წარმატება ძალიან მიხარია, რადგან ის კარგი ბიჭი და დიდებული ფეხბურთელია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ დემბელეს წარმატება მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის’’ კარგმა თამაშმა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ კი არ...
ჭდე: ლიგა 1
სერბის საოცარი გარდასახვა ნანტში
საინტერესო რამ გადახდა 31 წლის სერბ მცველს უროშ რადაკოვიჩს. ის ფრანგულმა „ნანტმა’’ თურქული „სივასპორიდან’’ შეიძინა, მაგრამ ერთ თვეში გაირკვა, რომ ახალ გუნდს არ მოსწონს. ჯერ კიდევ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ რადაკოვიჩი ნელია, გადაწყვეტილებებს სხარტად ვერ იღებს… მოკლედ, ნიკოლა პალუას ვერ შეცვლის, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ „იადონებს’’. ვარჯიშებზე ნათლად გამოჩნდა, რომ სერბი თანაგუნდელების დონეზე არ...
ცენტრალურმა მცველებმა ცუდად ითამაშეს
Footmercato-ს მიაჩნია, რომ ფრანგული ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე, ლიგა 1-ში იშვიათია შეხვედრა, რომელშიც გადის ბევრი გოლი და გუნდები სპექტაკლს აწყობენ. ასეთი გამოდგა მე-8 ტურის შეხვედრა „პარი სენ ჟერმენსა’’ და „სტრასბურგს’’ შორის ― 3:3. პორტალმა დათვალა, რომ შეცვლებამდე მოედანზე გასული ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელი და 78 დღე იყო. ახალგაზრდების ასეთი თავყრილობა საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში 1947-48 წლების...
კვარა შეიძლება ხვალ დაბრუნდეს
პარასკევს „პარი სენ ჟერმენმა’’ წვიმაში ივარჯიშა. წინა დღეს ბარსელონაში (2:1) გამარჯვებულ შემადგენლობას დასვენების დღე ჰქონდა. ვარჯიში ჩატარდა პრინციპით „ა ლა კარტ’’ ანუ ვინ როგორ ― ზოგი მკურნალობდა, ზოგი დარბაზში ვარჯიშობდა და ზოგიც მოედანზე იყო. პსჟ კვირას ლილში თამაშობს. „ლილი’’ ის გუნდია, რომელმაც შუა კვირაში პარიზელთა მსგავსად ევროთასზე გამოიჩინა თავი – „რომას’’ მოუგო 1:0. გავიხსენოთ პარიზელთა...
გამარჯვება 14 წლის შემდეგ
„მარსელს’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ შინ ბოლოს 2011 წლის 27 ნოემბერს ჰქონდა მოგებული – 3:0. და აი, ფაქტობრივად 14 წლის შემდეგ მასპინძლებმა „ველოდრომზე’’ წვიმის გამო ერთი დღით გადადებულ „ლე კლასიკში’’ ისევ გაიმარჯვეს. „მარსელმა’’ პარიზელებს აჯობეს. სანამ ოსმან დემბელე საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ელოდა, მისი თანაგუნდელები კალაპოტიდან ამოვარდნილები ჩანდნენ და მე-5 წუთზე მეკარე ლუკა შევალიეს...
მარსელი-პსჟ ხვალისთვის გადაიდო! კი მაგრამ ოქროს ბურთი?
ფრანგული მედია რამდენიმე დღეა აცხადებდა, რომ ბუშ-დიუ-რონის თავს დატეხილი ავდრის გამო დღევანდელი შეხვედრა „მარსელსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის საფრთხის ქვეშ იდგა და აი, რეგიონის პრეფექტის გადაწყვეტილებით მატჩი გადაიდო. ის ხვალ, საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ხვალ ზუსტად იმავე დროს პარიზში „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაა. პსჟ-ს ფეხბურთელთაგან მას დაესწრებიან დაშავებულები ოსმან...
ხომ არ ჩაიშლება პსჟ-ს თამაში?
ხვალ დიდი მატჩია, „მარსელი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს, „პარიზიენში’’ კი უცნაური წერილი დაიწერა: ჩაიშლება ფრანგული კლასიკო? – კითხულობს ფრანგული გაზეთი. პირველი, რასაც მკითხველი იფიქრებს გუნდების გულშემატკივართა მტრობაა. მარსელელი ქომაგები დედაქალაქელთა გუნდისადმი ავი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, მაგრამ თურმე ამჯერად მიზეზი სულ სხვაა: ზღვისპირა ქალაქში ავდარია გამოცხადებული. პროგნოზის თანახმად დღეს, შაბათს და ორშაბათს მარსელში მზიანი დარი იქნება, აი,...
როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?
ინგლისის პრემიერლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 3.5 მილიარდი ევრო დახარჯა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიერ დახარჯული თანხა მას რასაკვირველია ვერ შეედრება, მაგრამ გულხელდაკრეფილები არც ფრანგები მსხდარან. ქვეყანაში, სადაც პირველი ყურადსაღები ტრანსფერი პოლ პოგბას „მონაკოში’’, ხოლო ბოლო ბენჟამენ პავარის „მიარსელში’’ გადასვლა იყო ამ სეზონში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ჟორჟ მიქაუტაძეც იყო, მაგრამ...
პარიზული სპექტაკლი მთავარ როლში ნევეშით
ლიგა 1-ის მესამე ტურში, ტულუზში, „პარი სენ ჟერმენმა’’ სპექტაკლი დადგა — 6:3 მოიგო. სანახაობა უპირველეს ყოვლისა ჟოაო ნევეშმა მოაწყო. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა. პორტუგალიელმა პირველი ორი გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა, მესამე კი ასევე ძალიან ლამაზად, საჯარომო მოედნის გარედან. ნევეშის გარდა თავი გამოიჩინა ოსმან დემბელემ, რომელმაც ორი პენალტი შეაგდო. ერთი გოლიც ბრედლი ბარკოლასი გახლდათ. ამ შეხვედრაში ორჯერ...
მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო
„პარი სენ ჟერმენს’’ კარგი დღე ჰქონდა ― ნანტში ვიტინიას გოლით 1:0 მოიგო. პირველ ტურში ლიგა 1-ის წამყვანი გუნდებიდან მხოლოდ „მარსელმა’’ წააგო. ის სტუმრად „რენთან’’ თამაშობდა. „პარიზიენი’’ წერს, რომ ერთ კვირაში ლუის ენრიკეს გუნდი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა უკვე მეორედ გადაარჩინეს. მართალია გოლის ავტორი ვიტინია თავიდანვე მინდორზე იყო, მაგრამ პსჟ მანამ ვერ გამოფხიზლდა, სანამ საქმეში ჯირითადი შემადგენლობის...









