ჭდე: ლეო მესი

Home ლეო მესი
მესის მკლავი გაებზარა
ჩანაწერი

მესის მკლავი გაებზარა

„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...

მესის ნათესავის პასუხი მარადონას
ჩანაწერი

მესის ნათესავის პასუხი მარადონას

გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ლეო მესის შესახებ მთლად ტაქტიანად არ ილაპარაკა. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ერთმანეთს შეადარა მესის თამაში „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში და თქვა, რომ ის „ბარსელონას” მაისურით სხვა დონეზე თამაშობს. მარადონამ თანამემამულეებს მოუწოდა მესის ლიდერობა აღარ მოსთხოვონ, რადგან ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წინ ოცჯერ შედის ტუალეტში, ვერასდროს გახდება ლიდერი....

მესის წარმატების საიდუმლო
ჩანაწერი

მესის წარმატების საიდუმლო

სპორტულმა ფსიქოლოგმა და მენტალიტეტის მწვრთნელმა დონ მაკფერსონმა ცხოვრების განმავლობაში ბევრი დიდი სპორტსმენი შეისწავლა და მათი წარმატების საიდუმლოს ამოხსნა სცადა. მისი ბოლო ნაშრომი „ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლეო მესის ეხება. მსოფლიოს ხუთგზის  საუკეთესო ფეხბურთელზე დაკვირვებამ მაკფერსონი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი მთავარი თვისება თავმდაბლობაა. მესი არასდროს ფიქრობს, რომ მწვერვალზეა და მეტის მიღწევა აღარ შეუძლია. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,...

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას
ჩანაწერი

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას

თემა ასეთია: კვლავაც ითამაშებს ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თუ მისი სანაკრებო კარიერა რუსეთში დამთავრდა? დიეგო მარადონას ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. მას მიაჩნია, რომ მესიმ „ალბისელესტეს” მაისური აღარ უნდა ჩაიცვას და თავის მისაზრებას ასე ასაბუთებს: „მესის რას ვურჩევდი? გადადგომას. წავიდეს და ნაკრებში აღარასოდეს დაბრუნდეს. აბა, ისე დახეთ რა ხდება: 15 წლამდელები წააგებენ — მესის...

მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?
ჩანაწერი

მესის ჰეთ-თრიკი რეალისთვის კარგია?

სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, „ეინდჰოვენთან”, ლეო მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შესაძლოა „რეალისთვის” კარგი ნიშანი იყოს. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ჰოლანდიელ სტუმრებს „კამპ ნოუზე” 4:0 მოუგო. სამი გოლი მესიმ შეაგდო, ერთიც — ოსმან დემბელემ. არგენტინელმა პირველი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაიტანა; მეორე გაუჩერებლად — მეტად ტექნიკური დარტყმით, მესამე კი დაახლოებით 15-20 მეტრიდან. ამრიგად, „ბლაუგრანას” ლიდერი გახდა ჩემპიონთა...

ლიგა ჩხუბით გაიხსნა
ჩანაწერი

ლიგა ჩხუბით გაიხსნა

ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში...

მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო
ჩანაწერი

მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო

„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა. კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ...

მესი და რონალდუ
ჩანაწერი

მესი და რონალდუ

ლეო მესიმ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, რომელთა შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლა იყო. „რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდებული შემადგენლობით, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მისთვის კარგი ვერაფრით იქნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად „იუვენტუსს” აქცევს. რონალდუს გადასვლამ გამაკვირვა. ვერც ის წარმომედგინა „რეალს” თუ დატოვებდა და ვერც ის,...

ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…
ჩანაწერი

ხორვატიასთან წაგების შემდეგ, კრებაზე…

არგენტინელი ჟურნალისტი არიელ სენოსიაინი TyC Sports-ს და Ole-ს მესვეტეა, რომელმაც გაგიკვირდებათ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ უკვე გამოსცა წიგნი სათაურით Mundial es Historias (მუნდიალი ისტორიებისგან შედგება), სადაც სხვა ამბებთან ერთად მოყვა ერთი, რომელიც არგენტინის ნაკრების ხორვატებთან 0:3 დამარცხების შემდეგ მოხდა. თურმე მატჩის შემდეგ ლეო მესის და ხავიერ მასკერანოს გუნდის შეკრება მოუთხოვიათ მწვრთნელის ხორხე სამპაოლისა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით....

ჩანაწერი

იტალიაში მესი არ არის

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა” ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე 33 წლის ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბს, „რეალს” დიდად არ გამოეტირა. რონალდუ: „სულაც არ ვდარდობ „რეალი” რომ დავტოვე. მე მადრიდში ფანტასტიკური კარიერა მქონდა, მაგრამ ის დამთავრდა და ახლა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება”. „ბებერმა ქალბატონმა” „რეალს” პორტუგალიელში საბოლოოდ 112 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. მისი ხელფასი...