საფრანგეთის ტოპ 14-ში და ზოგადად ევროპასა თუ დანარჩენ სარაგბო მსოფლიოში ერთადერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. ინგლისის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის წინ „ნორთჰემპტონის“ გამარჯვებით დასრულდა, შაბათს დილით ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ თანამემაულე „ქრუზეიდერსის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ფინალში კიდევ ერთ ზელანდიურ ფრენჩაიზის – „ჩიფსის“ 41:10 განადგურებით სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის დანაყოფის ჩემპიონი გახდა. შაბათსვე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპშიც...
ჭდე: ლეგიონერები
ორიაკის ქართველები აღარ ხუმრობენ
ვიდრე ყველა წამყვანი სარაგბო შიდა ჩემპიონატი მსოფლიო თასის გამო ან პაუზაზეა გასული, ან ჯერაც არ დაწყებულა, საფრანგეთის პრო დ2 შეუსვენებლად, რამდენიმე დღიანი ინტერვალებით ტურს ტურზე ატარებს. მე-5 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა, მანამდე კი, მე-4 ტურში ქართველმა მორაგბემ 2 გატანილი ჯარიმით ისახელა თავი. საუბარია „ორიაკის“ მორაგბეებზე. ცნობილია, რომ ამ კლუბის ძირითად ბირთვს ტრადიციულად ქართველები შეადგენენ...
ანკარადან ქოჯაელში…
გიორგი ბერიძემ „ანკარაგიუჯუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ქოჯაელისფორში“ გადავიდა. 26 წლის შემტევის ახალი კლუბი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს და სამი ტურის შემდეგ ექვსი ქულით მე-8 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელია თურქეთის ნაკრების ყოფილი (1993-97, 26 მატჩი, 11 გოლი) ფორვარდი, 53 წლის ერთუგრულ საგლამი. ბერიძემ „ანკარაგიუჯუში“ 32 ოფიციალურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2...
აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…
გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს. „ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ...
იტალია ქართველებით ივსება
იტალური გამოცემების ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გააგრძელებს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია. Tuttomercatoweb-ი წერს, რომ „სპეცია“ ივა გელაშვილის ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს. ქართველი ახალ კლუბში იჯარით გადავა, თუმცა ხელშეკრულება „სპეციას“ ტრანსფერის გამოსყიდვის ვალდებულებას აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იჯარის დასრულების შემდეგ...
პრო D2-ში 46 ქართველია!
17 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „კოლომიეს“ ,მატჩით სტარტს აიღებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის რეგულარული სეზონი. პრო D2 სწორედ ის ტურნირია, სადაც ქართველ ლეგიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მათ შორის ბორჯრალოსნებიც არიან. ამდენად, ეს ტურნირი ქართული რაგბის ქომაგების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა რაოდენობა ამ ლიგის კლუბებში მართლაც შთამბეჭდავია. უბრალოდ ჩამოვთვლით პრო...
ვინ გახდება MVP…
სერია A-მ სეზონის MVP-ის წოდებაზე ამპლუების მიხედვით კანდიდატურები დაასახელა – საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი, ცალკე გამოარჩევენ საუკეთესო 23-წლამდელ ფეხბურთელებს. თითოეულ ამპლუაში 3-3 ნომინანტია. საუკეთესო მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“), მიკელე დე გრეგორიო („მონცა“) და ლუკაშ სკორუპსკი („ბოლონია“). საუკეთესო მცველი: თეო ერნანდესი („მილანი“), ჯოვანი დი ლორენცო, მინ-ჯე კიმი (ორივე -„ნაპოლი“). საუკეთესო ნახევარცველი: ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“),...
მილანმა 10 მილიონი გაამზადა…
საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცში“ გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ბომბარდირი (23 გოლი, 8 საგოლე პასი) და ამავე დროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ბოლო დროს მედიაში ხშირად იწერება მისი სავარუდო ტრანსფერის შესახებ. მიქაუტაძის მიმართ დაინტერესებას არაერთი კლუბი იჩენს. footmercato-ს ინფორმაციით, დაინტერესებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „მილანია“, გამოცემა წერს, რომ კლუბის...
სიმბოლურში ისევ წყვილად…
ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ისევ ერთად შეიყვანეს. 36-ე ტურში, „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, გუნდმა მიქაუტაძის გოლით ვერ ისარგებლა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1). ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. სულ დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლია. სეზონის...
ნაკრების მერე – 2 ლელო საფრანგეთში
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მოგების შემდეგ ქართველი ლეგიონერები თავთავიანთ ფრანგულ კლუბებში დაბრუნდნენ და თავი არც იქ შეურცხვენიათ. ტოპ 14-ში გურამ პაპიძემ გამოიჩინა თავი, ხოლო პრო დ2-ში – თორნიკე ჯალაღონიამ. თუმცა, სჯობს, ყველაფერზე რიგრიგობით ვთქვათ. ორივე ფრანგულ ელიტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5-5 ტურიღა დარჩა და უკვე დღეს შეიძლება საუბარი გამოკვეთილ კონტურებზე. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში...









