ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ გუნდში ისევ ერთად შეიყვანეს.
36-ე ტურში, „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა „გენგამს“ გაუტანა და 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, გუნდმა მიქაუტაძის გოლით ვერ ისარგებლა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა (1:1).
ზურიკო დავითაშვილმა კი „ლავალთან“ გაიბრწყინა და გოლთან ერთად, საგოლე გადაცემა ჩაიწერა. სულ დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლია.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ბორდო“ 69 ქულით მეორე ადგილზეა და ლიგა 2-ში გადასვლის რეალურია კანდიდატია – მიქაუტაძის „მეცი“ კი მესამე პოზიციაზეა და „ბორდოს“ სამი ქულით ჩამორჩება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
