ჭდე: ლეგიონერები

Home ლეგიონერები
გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
ჩანაწერი

გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]

სლოვაკეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი გაგუამ – „დუნაისკა სტრედა“ „ტრენჩინს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა კვლავ გამოიჩინა თავი – გაგუამ ამჯერად დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა. „დუნაისკა სტრედა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 19 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა, გაგუას კი ამ შვიდ თამშში 4 გოლი და ამდენივე საგოლე...

კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
ჩანაწერი

კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]

იტალიის სერია A-ში „ფროზინონე“ სტუმრად „ჯენოას“ ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი კვერნაძის მიერ გატანილი ბურთით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა.

ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
ჩანაწერი

ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…

სერია A-ს მესამე ტურის მატჩში „ფროსინონემ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 3:2 დაამარცხა. მასპინძლებს გამრჯვება 83-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ მოუტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პირველი გოლის სერია A-ში.

ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
ჩანაწერი

ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია

თქმაც აღარ უნდა, რომ საფრანგეთის ტოპ 14 ევროპის უძლიერესი სარაგბო ლიგაა. შესაძლოა, ინგლისის პრემიერშიპს ან რგჩ-ს (რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატს) საქართველოში მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორი უკანასკნელის წარმომადგენლებს უკვე მრავალი წელია, ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასი არ მოუგიათ. ამ ტიტულს ბოლო 6 წლის განმავლობაში 2-2-ჯერ „ტულუზი“, „ლა როშელი“ და „ბორდო“ იგებენ და ეს საუკეთესო...

მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
ჩანაწერი

მეოთხე ქართველი ლა ლიგაში

ახალი სეზონიდან ესპანურ ლა ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – გიორგი წიტაიშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა, ტრანსფერი ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. წიტაიშვილმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028-2029 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა. „რაიო ვალეკანომ“ ესპანეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა და ერთი ქულა დააკლდა კონფერენციის ლიგის საგზურის მოპოვებამდე. გიორგი წიტაიშვილი მეოთხე ქართველი ფეხბურთელია...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
ჩანაწერი

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…

საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

კიტე-დუბლი [VIDEO]
ჩანაწერი

კიტე-დუბლი [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მე-12 გოლი გაიტანა – „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ სტუმრად ეთამაშება – გრაცელები პირველი ტაიმის ბოლოს კიტეიშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 3:1 გახადა. 12 გოლის გარდა, ავსტრიის ჩემპიონატში კიტეიშვილს 3 საგოლე გადაცემაც აქვს და ის ბომბარდირთა დავში პირველ ადგილზეა.

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]
ჩანაწერი

კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსის“ უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ამის შემდეგ პარიზელებმა სამი გოლი გაიტანეს და სამივე კვარამ შექმნა – ჯერ ვიტინიას გაატანინა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და პსჟ-მ 5:2 მოიგო.

ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟის გოლი და ასისტი [VIDEO]

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ სტუმრად „ელჩე“ 3:1 დაამარცხა. „ვილიეარეალის“ პირველ ორ გოლში წვლილი გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის – პირველ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ასისტი მიითვალა, ორამდე ანგარიში კი თავადვე გაზარდა.

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და რუს მატვეი საფონოვს შესანიშნავი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო: