ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართულ მატჩებში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. დავიწყოთ „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის” მატჩით, რომელიც კალიფორნიელებმა სტუმრად მოიგეს – 132:123. ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 11-11 მოხსნა და პასით ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა 36 000-ქულიანი ბარიერი გადალახა და NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა. ახლა ჯეიმსი ქარიმ აბდულ-ჯაბარისა...
ჭდე: ლებრონ ჯეიმსი
ლებრონის საშობაო რეკორდი
boxing day-ს რეკორდი, რომელიც კობი ბრაინატს ეკუთვნოდა, ახლა ლებრონ ჯეიმსის საკუთრებიაა. საშობაო მატჩებზე აქამდე ყველაზე მეტი ქულა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გარდაცვლილ ლეგენდას ჩაეგდო – 395 ქულა. ჯეიმსის ახალი ნიშნული კი 422 ქულაა. ლებრონმა „ბრუკლინ ნეტსთან“ შეხვედრაში 39 ქულა (9 მოხსნა და 7 პასი) მოინაგრა, მაგრამ საკუთარი გუნდი წაგებას მაინც ვერ გადაარჩინა – 115:122. აღსანიშნავია ისიც,...
ლებრონი ვერასოდეს დაჩრდილავს ჯორდანს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტ სტივენ ეი სმიტს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანის დაჩრდილვას. „კარგად ვაცნობიერებ, რა დონის ფენომენია ლებრონი, მაგრამ ყველა დროის საუკეთესოებში მას მხოლოდ მეორე ადგილზე დავაყენებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ განცხადებით მას ჯვარზე ვაკრავ, მაგრამ რა ვქნა: მახსოვს, რა ფასად დაუჯდა ჯორდანს იმ სიმაღლეზე ასვლა, სადაც...
კარმელო ენტონი: ლეიკერსი 900 წლის ბებიაა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა კარმელო ენტონიმ გუნდის საკმაოდ ხანდაზმულ ასაკზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ლეიკერსი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ასაკიან გუნდად იქცა – საშუალოდ 32,8 წელი. „ველოდით, რომ ამ თემაზე ბევრს ისაუბრებდნენ. თითქოს, სპორტში გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ყველაფერი უნდა მიატოვო და წახვიდე. არადა, ჩვენ არ ვბერდებით – ჩვენ ვბრძენდებით. წარმოიდგინეთ, რომ იტალიურ რესტორანში მიხვედით და...
NBA-ში ევროპელები გაბატონდნენ
სტატისტიკურმა გამოცემა FiveThirtyEight ჩაატარა კვლევა, რომელი კალათბურთელები იქნებიან NBA-ს კლუბების ყველაზე დიდი აქტივი უახლოესი 7 წლის განმავლობაში. კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა CARMELO-ს მეშვეობით ჩატარდა, რაც ყოველგვარ ემოციას გამორიცხავს და წმინდა წყლის მათემატიკას ეფუძნება. პროგრამა უამრავ დეტალს ითვალისწინებს. მათ შორის იმასაც, რომ კალათბურთელი 27 წლამდე პროგრესირებს, მერე კი უკეთეს შემთხვევაში, ინარჩუნებს ამ დონეს. შედეგები ამერიკელთათვის ნაკლებად...
ამერიკამ პრაიმ-ტაიმი შეირგო
ტოკიოს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის ფინალი იაპონიის დროით უჩვეულოდ ადრე – 11.30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორებმა შეხვედრა ამერიკული ტელეაუდიტორიის პრაიმ-ტაიმს დაამთხვიეს. ინტერესი კი უდიდესი იყო. ამერიკელებს არა მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იქვე, ტოკიოში ჯგუფურ ეტაპზე მარცხისთვისაც ჰქონდათ რევანში ასაღები. რევანში შედგა! ერთადერთი, რაც ფრანგებმა მოახერხეს, ინტრიგის ბოლომდე შენარჩუნება იყო. ისინი ბურთის ხშირად (18) დაკარგვამ და...
ტრამპმა ლებრონს შეუტია
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ლებრონ ჯეიმსი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. საუბარია ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მომხდარ ფაქტზე, რომელსაც ლებრონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. კოლუმბუსში თეთრკანიანმა პოლიციელმა უნებლიე გასროლით (ელექტროშოკერი და პისტოლეტი აერია) 16 წლის აფროამერიკელი გოგონა მაკაი ბრაიანტი მოკლა. ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გვერდზე პოლიციის ამ ოფიცრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შემდეგი შენ ხარ“!...
ტომპსონის სამეული ჯორდანის გარეშე
„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავის, კლეი ტომპსონის მამამ, მაიკლ ტომპსონმა, სამი კალათბურთელი დაასახელა, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ უფროსი ტომპსონი NBA-ს ორგზის ჩემპიონია. გასაკვირი კი ის არის, რომ სიაში ვერ მოხვდა თვით მაიკლ ჯორდანი. „NBA-ს ისტორიაში შეუჩერებელ კალათბურთელთა შორის მესამე ადგილზე ლებრონ ჯეიმსს დავაყენებდი. პირველი და მეორე ადგილი? ეს უფრო მარტივია. ჩემთვის პირველი ქარიმ აბდულ-ჯაბარია, თავისი...
შაკის წაუგებელი გუნდი
NBA-ს ლეგენდა შაკილ ონილმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებთან ერთადაც მატჩს არ წააგებდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდმა შაკმა აწმყოზე ისაუბრა და საკუთარ თავთან ერთად მხოლოდ მოქმედი კალათბურთელები გამოარჩია. „ლიგაში ბევრი კარგი კალათბურთელია, მაგრამ მომეცით სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, ზაიონ უილიამსონი, ლებრონ ჯეიმსი და მათთან ერთად თამაშს არ წავაგებ“, – განაცხადა შაკმა. შეგახსენებთ, რომ ონილს საუკეთესო...
ლებრონ უნიკალური
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც NBA-ს ლეგენდები, ქარიმ აბდულ ჯაბარი და მაიკლ ჯორდანიც ვერ შეწვდნენ. ელჯეიმ, „დეტროიტ პისტონსთან“ (135:129) მოგებულ მატჩში, 33 ქულა დააგროვა და 801-ე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 25 ქულაზე მეტი ჩააგდო. შედეგად, ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ მხრივ 800-მატჩიან ზღურბლს გადააბიჯა. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან სწორედ ზემოთ...









