NBA-ს ექსვარსკლავმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ „დალას მავერიქსის“ სლოვენილი თინეიჯერი ლუკა დონჩიჩი სადღეისოდ ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია. „დონჩიჩისგან საოცრებებს ველი. ვლაპარაკობ ბიჭზე, რომელმაც ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა – წლის საუკეთესო ახალბედიდან MVP დონის მოთამაშემდე. რა თქმა უნდა, ლუკა განსაკუთრებულია და ის ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია“, – განაცხადა პირსმა. გეტყვით რომ, ტოპ-100 კალათბურთელის რეიტინგში, რომელიც Bleacher...
ჭდე: ლებრონ ჯეიმსი
წლის სპორტსმენი – უკვე მეოთხედ
ავტორიტეტულმა სააგენტო Associated Press-მა აშშ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ამ სააგენტოს მხრიდან „მეფის“ მეოთხე აღიარებაა. ლებრონმა წლეულს „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული ირგუნა. ამას გარდა, აღინიშნა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტობა და მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა. უფრო ადრე ლებრონი წლის სპორტსმენად Sports Illustrated-მა აღიარა. ამავე გამოცემის ვერსიით 35...
გველის წიწილი
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება. „თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს...
ლებრონის სარეკორდო მესამე
ამერიკულმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated წლის სპორტსმენად „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ლეგენდარული კალათბურთელის მესამე აღიარებაა. აქამდე მსგავსი პატივი სხვას არავის რგებია. ლებრონი წინა ორ ჯერზეც ნაკიან – 2012 და 2016 წლებში დაასახელეს საუკეთესოდ. ჯეიმსმა გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონის ტეტული მეოთხედ მოიგო. წინა სამი ბრილიანტის ბეჭედი „მეფემ“ „მაიამიდან“ (2012,2013) და „კლივლენდიდან“ (2016) წაიღო. ბოლო...
გასოლი ლეიკერსში სათამაშოდ დაბრუნდა
ესპანელი კალათბურთელი მარკ გასოლი NBA-ს დრაფტზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 2007 წელს აიყვანა. თუმცა, „მემფის გრიზლიში“ ისე აღმოჩნდა, რომ კალიფორნიულ გუნდში ერთი მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრო. გასოლი „მემფისში“ 2019 წლამდე იყო, შემდეგ „ტორონტო რეპტორსში“ გადავიდა და ჩემპიონიც გახდა. 35 წლის კალათბურთელი „ლეიკერსს“ მაინც დაუბრუნდა – ლოს ანჯელესურმა კლუბმა გასოლს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და მომავალ სეზონში 2,56...
ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს
„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა ყოფილი შეგირდის, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და მისი როლი კალატბურთის ისტორიაში შეაფასა. – ყოველთვის მეკითხებიან ითვლება თუ არა ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად. ჩემი შეხედულებით, საუკეთესოდ ერთი კალათბურთელის აღიარება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება, მინიმუმ არასერიოზულია. ვფიქრობ, 60-იან წლებში ასეთები იყვნენ უილტ ჩემბერლენი...
ლებრონის რეკორდები
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა „მაიამი ჰიტისთან“ NBA-ს ფინალური სერიის ბოლო მატჩში სამმაგი დუბლი მიითვალა – 28 ქულა, 14 მოხსნა 10 პასი. მთელი სერიის მანძილზე მისი მაჩვენებელიც სამმაგს უახლოვდება – 29,8 ქულა, 11,8 მოხსნა და 8,5 პასი. არანაკლებ საინტერესო მისი სროლების პროცენტული მაჩვენებელია – 59,1% თამაშიდან და 41,7% პერიმეტრიდან. ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია NBA-ს ისტორიის...
ლეიკერსი ბოსტონს გაუტოლდა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დასრულებულია. ფინალის მეექვსე შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 106:93 გადასძალა „მაიამი ჰიტი“ და ისტორიაში მეჩვიდმეტედ გახდა NBA-ს ტრიუმფატორი. აქედან პირველი ხუთი ჩემპიონობა გუნდმა მაშინ მოიპოვა, როცა მინეაპოლისში იყო ბაზირებული, 12-ჯერ კი უკვე ანგელოსთა ქალაქის სახელით იპირველა. 17 ტიტულით „ლეიკერსი“ არანაკლებ ლეგენდარულ “ბოსტონ სელტიქსს” გაუტოლდა. ფლეი ოფის MVP-დ, ბუნებრივია, ლებრონ ჯეიმსი აღიარეს,...
ლეიკერსმა თასი დაინახა
NBA-ს მეჩვიდმეტედ ჩემპიონობამდე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ერთი მოგება აშორებს და თუ იპირველებს ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ „ბოსტონ სელტიკსს“ გაუთანაბრდება. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102:96 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე...
ლეიკერსი, ჯეიმსი, დევისი
NBA-ს სუპერფინალური სერია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” სრული უპირატესობით მიმდინარეობს. კალიფორნიელებმა მეორე მატჩიც მოუგეს „მაიამი ჰიტს” (124:114) და მეჩვიდმეტე ტიტულს მიუახლოვდნენ. აბა თუ გამოიცნობთ ვინ ულიდერებდა „ლეიკერსს”? მართალი ხართ – ლებრონ ჯეიმსი (33 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი) და ენტონი დევისი (32 ქულა, 14 მოხსნა). „ლეიკერსი” ხომ „ლეიკერსობს” და ეს დუეტი საოცრებებს ჩადის. აგერ ჯეიმსმა ერთი უნიკალური...






