„ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს ცრუ ინფორმაციისთვის სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, La Gazzetta dello Sport-ში იყო გამოქვეყნებული სტატია, რომ ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყება. რომაული კლუბის პრეზიდენტმა 8 მარტს გამართულ „იუვენტუსი“-„ინტერის“ მატჩზე იეჭვა, ჩაწყობილი იყოო. „ლოტიტომ მშვიდად მიიღო ჟურნალისტ სებასტიანო ვერნაცას სტატია, რომლის მიზანი კლუბის პრეზიდენტის დისკრეტიდაციაა. თავისუფალი პრესა არ ნიშნავს პიროვნების...
ჭდე: ლაციო
ეჭვიანი ლოტიტო
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომის „ლაციოს“ პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს მიმართ გამოძიება დაიწყო. ლოტიტოს ბრალად ედება დაუსაბუთებელი გამოთქმა – 8 მარტს ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ გამართულ შეხვედრაში „ლაციოს“ პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა და მატჩს შეთანხმებული უწოდა. „ჩვენ „იუვენტუსს“ ქულით ჩამოვრჩებით. იცით რატომ? უყურეთ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს და ყველაფერს მიხვდებით,“ – განაცხადა ლოტიტომ აპრილის ბოლოს. იტალიის ფეხბურთის...
იტალიური საგიჟეთი
წინასწარი ინფორმაციით სერიაA-ს კლუბები დღეიდან უნდა შესდგომოდნენ გუნდურ ვარჯიშებს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. კლუბებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამედიცინო პროტოკოლში ცვლილებებს ითხოვენ. „იუვეს“, „ინტერის“ და „ლაციოს“ ბოსები კატეგორიულად ემხრობიან ჩემპიონატის განახლებას და არ სურთ ჩემპიონის ვინაობის კაბინეტებში გადაწყვეტა. ყველაზე წინააღმდეგობრივი პუნქტი ისაა, რომლის თანახმადაც ყველა გუნდი და პერსონალი სავალდებულო ორკვირიან კარანტინზე უნდა...
იტალიამ 13 ჩაიფიქრა
სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეწვეტილი სეზონის განახლება 13 ივნისისთვის იგეგმება. ყველა საორგანიზაციო სამუშაო ამ თარიღზე აიღებს ორიენტაციას, მაგრამ ყველაფერს მაინც ივნისის დასაწყისში ქვეყანაში არსებული ვითარება გადაწყვეტს. იტალიის სპორტის მინისტრი სანდრა ზამპა ჩემპიონატის განახლებას ემხრობა, თუმცა საფეხბურთო საზოგადოებას აფრთხილებს: „საკმარისია, ერთი ფეხბურთელი მაინც დავირუსდეს და ჩემპიონატი დაუყოვნებლივ შეწყდება“. საკმაოდ მკაცრია სერიას სამედიცინო პროტოკოლიც....
ოქროს მატჩი სკუდეტოსთვის
რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო თანახმაა, სკუდეტოს ბედი „ლაციოსა“ და „იუვეს“ შორის ერთმა მატჩმა გადაწყვიტოს: „რა ქმა უნდა, ეს ვარიანტი მისაღებია. ჩემპიონატის განახლება ჩვენ გარკვეულწილად გვაზარალებს. თავის დროზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთბაშად სამ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდებოდა და უფრო მნიშვნელოვან მიზანს ევროპის ლიგა შევწირეთ. ეს უპირატესობას გვანიჭებდა, რადგან კვირაში ერთი მატჩი გვიწევდა, ჩვენს მეტოქეებს კი ორი....
სელინო
იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,...
სერბი სერგეი ჩელსის
„ლაციოს“ ნახევარმცველით, სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩით „ჩელსი“ დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელი კოლეგები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, ლონდონელთა სკაუტები რომაელთა უკანასკნელ შეხვედრას დაესწრნენ – ამ მატჩში „ლაციომ“ მილანის „ინტერი“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ სერბმა გაიტანა. ტრანსფერის შემთხვევაში, სერგეის სავარაუდო ღირებულებად 70 მილიონი ევრო სახელდება. შეგახსენებთ, სერია A-ს წლევანდელ სეზონში მილინკოვიჩ-სავიჩმა 24-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე...
სერგეი მანჩესტერში
„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება. რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.
სერგეი ინგლისს დააკვდება
არ ყოფილა ჟოზე მოურინიუ ყველაფერში მტყუანი — „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლაციოსგან” სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვა გადაწყვიტა, რომლის შეძენა პორტუგალიელს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა. ახლა წერენ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება ამ ზაფხულში მანჩესტერელთა მთავარი ამოცანაა. „იუნაიტედს” 24 წლის მოთამაშის შესაძენად 71 მილიონი გირვანქა (78,9 მილიონი ევრო) გადაუდია. „ოლდ ტრეფორდზე” სერბს პოლ პოგბას შემცვლელად ხედავენ. პოგბა, მოგეხსენებათ,...
ძირს ქალები!
„ლაციოს” ულტრასებმა გამოაცხადეს, რომ „სტადიო ოლიმპიკოს” საკრალურ ადგილებზე ქალებს დასხდომა ეკრძალებათ. მათ „ნაპოლისთან” პირველი ტურის შეხვედრის წინ ასეთი შინაარსის განცხადება გამოაკრეს: „ქალები, ცოლები და მეგობარი გოგოები „კურვა ნორდის” პირველ ათ რიგში არ დაიშვებიან”. „ლაციომ” „ნაპოლისთან” 1:2 წააგო. ფლაერზე კი ეწერა: „კურვა ნორდი ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეს ის გარემოა, სადაც ყველამ უნდა დაიცვას ქცევის საგანგებო კოდექსი....









