10 მაისს იტალიურმა „სალერნიტანამ“ 3:0 გაანადგურა „პესკარა“ და კლუბის ისტორიაში მესამედ აღზევდა სერია A-ში. მაგრამ, აქვე გაჩნდა თავსატეხი: კლუბის მფლობელმა კლაუდიო ლოტიტომ 30 დღეში უნდა გაყიდოს „სალერნიტანა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს უმაღლეს დივიზიონში არ დაუშვებენ. სინიორ ლოტიტოს ეკუთვნის რომის „ლაციოც“, უეფას წესდება კი ერთ ლიგაში ერთი მეპატრონის ერთზე მეტი კლუბის გამოსვლას კრძალავს. თეორიულად, რა თქმა უნდა,...
ჭდე: ლაციო
ჯამალის დღე!
ეს იყო ინგლისელი ჯამალ მუსიალას დღე. 17 წლისა და 363 დღის ნახევარმცველმა „ბაიერნისა” და „ლაციოს” შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო) და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავარიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი გამოიჩინა — მანამდე ეს რეკორდი 18 წლის და 60 დღის სამუელ კუფურს ეკუთვნოდა. მუსიალას ასისტენტობა ლეონ გორეცკამ გაუწია. ინგლისელმა დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და შეხვედრის მეორე გოლი...
ის და მხოლოდ ძანეტი
კვირას მილანის „ინტერმა“ 3:1 დაამარცხა რომის „ლაციო“ და ისარგებლა რა „მილანის“ წაფორხილებით „სპეციასთან“ (0:2), სატურნირო ცხრილს კენწეროში მოექცა. ანტონიო კონტეს გუნდის სულ მცირე ერთ წევრს იმ საღამოს ზეიმის სხვა მიზეზიც ჰქონდა. „ნერაძურის“ კარს სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა, ვისთვისაც ეს სერია A- ში მე-500 მატჩი იყო. 36 წლის სლოვენიელი აგერ უკვე 14 წელია, მილანელთა კარს იცავს, მანამდე...
ლუკაკუმ ინტერი წინ გაიყვანა
„მილანისთვის” რომ გადაესწრო და ცხრილის სათავეში მოქცეულიყო, „ინტერს” „ლაციოსთან” გამარჯვება სჭირდებოდა. სეზონის მეორე ნახევარში „ნეროაძური” პირველ ადგილზე 2009-10 წლების ჩემპიონატის შემდეგ არ ყოფილა. „სან სიროზე” გამართულ შეხვედრაში „შავ-ლურჯებმა” 3:1 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ ორი გოლი თავად გაიტანა, მესამე კი ლაუტარო მარტინესს გაატანინა. ეპიზოდებს ლუკაკუს მონაწილეობით ქვემოთ, ვიდეოში გთავაზობთ. იტალიური პრესა და სხვა საიტები წერენ, რომ ეს...
მუსოლინი
იტალიელი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილმა, 18 წლის რომანო ფლორიანი მუსოლინიმ, „ლაციოსთან“ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია. რომანო ამპლუით მარჯვენა მცველია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. მაგრამ ყველაფერი ასე იოლად არ არის. თუ გავიხსენებთ კლუბის ულტრამემარჯვენე ფაშისტურ დაჯგუფებებთან ადრინდელ კავშირს, საზოგადოებაში უკვე კითხვები გაჩნდა. ბენიტო მუსოლინი იტალიური ფაშიზმის ფუძემდებელი, დიქტატორი პრემიერ-მინსიტრი გახლდათ...
ჯიჯიმ ბალოტის გახედა
ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 28 იანვარს 43 წლის გახდება. მიუხედავად ასაკისა, ჯიჯი სულაც არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე და ტურინულ კლუბთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. თუ ასე მოხდა, ბუფონს შანსი ექნება რომის „ლაციოს“ ექს-მეკარის, მარკო ბალოტის რეკორდი დაამხოს და გახდეს სერია А-ს ყველაზე ხანდაზმული მეკარე. ბალოტიმ კარიერა მაშინ დაასრულა, როცა 44 წლის, ერთი თვისა...
ძმობა
რომის „ლაციომ“ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ იტალიის სასულიერო პირთა ეროვნულ გუნდთან ითანამშრომლებს. ხვალ, სერია ა-ს მე-18 ტურში დერბი დე ლა კაპიტალეა – „სტადიო ოლიმპიკოზე“ „არწივები“ „რომას“ დაუხვდებიან. მატჩის წინ კი, „ლაციოს“ ფეხბურთელები და სასულიერო პირთა ნაკრები მაისურებს გაცვლიან. რომაული კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა. „ფეხბურთი – ეს არის ძმობა, გაჭირვებაში...
შავ-წითელი მილანი
რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩი „მილანისთვის“ ბოლო იყო 2020 წელს. „როსონერის“ ქომაგებს სხვებზე გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდათ, ქალაქი საყვარელი გუნდის ფერებში აეფერადებინათ. თავად განსაჯეთ: ტოპ-5 ჩემპიონატებში „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გაზაფხულის კარანტინის შემდეგ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია. „მილანის“ წაუგებელი სერია 26 მატჩს ითვლის: 19 მოგება და 7 ფრე. გუნდი წელს პირველ საფეხურზე ასრულებს. უკვე 16...
50 იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში…
ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. 35 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შეხვედრაში სამ წუთში ორჯერ გაიტანა და გახდა მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში 50 გოლი ყველაზე მოკლე დროში შეაგდო. გარდა ამისა, კრიშტიანუ ერთადერთია, ვინც 50 გოლი გაიტანა როგორც იტალიაში, ასევე ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. შესაბამისად, ყოველგვარი დავა, თუ როგორ ჩემპიონატში ეიოლება პორტუგალიელს...
რომიდან გზა პარიზში მიდის
„ლაციოს“ ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ისევ „პარი სენ-ჟერმენის“ რადარზეა. ფრანგულმა კლუბმა უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები რომაელებთან და მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სერბი ნახევარცველი ტოპ-კლუბების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი იყო, თუმცა, მაშინ „ლაციომ“ სოლიდური ფასი დაადო – 100 მილიონი ევრო, რამაც მილინკოვიჩ-სავიჩის პოტენციური მყიდველები დააფრთხო. იტალიის სერია A-ს მიმდინარე...








