
კვირას მილანის „ინტერმა“ 3:1 დაამარცხა რომის „ლაციო“ და ისარგებლა რა „მილანის“ წაფორხილებით „სპეციასთან“ (0:2), სატურნირო ცხრილს კენწეროში მოექცა.
ანტონიო კონტეს გუნდის სულ მცირე ერთ წევრს იმ საღამოს ზეიმის სხვა მიზეზიც ჰქონდა. „ნერაძურის“ კარს სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა, ვისთვისაც ეს სერია A- ში მე-500 მატჩი იყო.
36 წლის სლოვენიელი აგერ უკვე 14 წელია, მილანელთა კარს იცავს, მანამდე კი „უდინეზეში“, „ტრევიზოსა“ და „ლაციოშიც“ უთამაშია.
500-მატჩიანი მაჩვენებლით ჰანდანოვიჩი სერია A-ში მეორეა ლეგიონერთა შორის. მასზე მეტი მხოლოდ არგენტინელ ხავიერ ძანეტის მოუგროვდა – 615 მატჩი. „ელ კაპიტანომ“ იტალიური კარიერის 19-ვე სეზონი (1995-2014) „ინტერში“ გაატარა და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
