რომის „ლაციომ“ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ იტალიის სასულიერო პირთა ეროვნულ გუნდთან ითანამშრომლებს.
ხვალ, სერია ა-ს მე-18 ტურში დერბი დე ლა კაპიტალეა – „სტადიო ოლიმპიკოზე“ „არწივები“ „რომას“ დაუხვდებიან. მატჩის წინ კი, „ლაციოს“ ფეხბურთელები და სასულიერო პირთა ნაკრები მაისურებს გაცვლიან.
რომაული კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
„ფეხბურთი – ეს არის ძმობა, გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარება. აგრეთვე შეკრებისა და მხიარულების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ლოტიტომ.
გეტყვით რომ, იტალიის სასულიერო პირთა ნაკრები 15 წლის წინ შეიქმნა. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკი კი, ფეხბურთის დიდი მოყვარულია და გუნდს დიდ ყურადღებას აქცევს.
გასაკვირი უფრო ის არის, რომ აპენინებზე „ლაციო“ ნაცისტურ გუნდად ითვლება და აგერ, სასულიერო პირებთან თანამშრომლობს…
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
