ჭდე: კილიან მბაპე

Home კილიან მბაპე
ომი ინგლისთან
ჩანაწერი

ომი ინგლისთან

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის „რეალი“ ინგლისურ კლუბებთან „იომებს“.  ბრიტანული მედია წერს, რომ ესპანელები სატრანსფერო ბაზარზე „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველა ბრძოლას მოუგებს. მიუნხენის „ბაიერნის“ უნივერსალი დავიდ ალაბა „ლივერპულს“ სურს, მაგრამ გარდიანის ინფორმაციით, მერსისაიდელებს ავსტრიელი მცველის დამატების შანსი არ აქვს, ვინაიდან ალაბასა და „რეალის“ 4-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმდა. „რეალს“ არც „სევილიას“ ჯულს კუნდე ავიწყდება,...

კონტრაქტი მოიცდის
ჩანაწერი

კონტრაქტი მოიცდის

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან ახალი და ხანგრძლივი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ ფიქრობს. მოქმედი ხელშეკრულებით 21 წლის ფეხბურთელს პარიზელებთან ურთიერთობა 2022 წლამდე აკავშირებს. კლუბში კი ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და გაგრძელებას სთავაზობენ. პრობლემად რჩება თავად მბაპეს პოზიცია, რომელიც ფიქრობს, თუ ხელშეკრულებას გააგრძელებს, მომავალში გუნდის შესაძლო გამოცვლა გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-ში 2017...

კატასტროფა
ჩანაწერი

კატასტროფა

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ 7 სექტემბრის დილით კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, მერე კი ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გაემგზავრა. შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა. კილიან მბაპე...

უმაგალითო მბაპე და მეფე მიულერი
ჩანაწერი

უმაგალითო მბაპე და მეფე მიულერი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ლისაბონში, „და ლუჟის“ სტადიონზე ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შეხვდებიან. ფრანგული კლუბის შემტევი კილიან მბაპე განმარტავს, თუ როგორია მისთვის ფინალის დღე. „არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული მაგალითის მიმცემი ვიქნები, რადგან ერთი ჩვეულებრივი დღე მაქვს… ვხუმრობ, ვუყურებ ფილმებს, ვრეკავ მეგობრებთან. სამაგიეროდ, საღამოს მთლიანად მატჩზე ვიქნები კონცენტრირებული“, – წერია მბაპეს სიტყვები UEFA-ს...

არასოდეს…
ჩანაწერი

არასოდეს…

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ჰელაიფმა ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან“ მოგების შემდეგ ემოციები ვერ მოთოკა და ნეიმარისა და კილიან მბაპეს მომავალზეც ისაუბრა. „ეს განსაკუთრებული დღეა, არაჩვეულებრივი. ნახევარფინალში გასვლა აუცილებელი იყო, ჩვენი მენტალიტეტი შესაცვლელად. ფეხბურთელები 200%-ით დაიხარჯნენ და ამით ამაყი ვარ. ყველა ამბობდა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მზად არ არის, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ჩინებულ განწყობაზე ვართ. თუმცა,...

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია
ჩანაწერი

ჯადო ნამდვილად მოსახსნელია

კვლავ დაისვა კითხვა: მართლა დაწყევლილია თუ არა FIFA-ს ვიდეოთამაში? უფრო სწორად მისი გარეკანი? გაგეცინებათ და კითხვა ლოგიკურია. შესაძლოა ის ლოკალური პრობლემებით დამძიმებულ საქართველოში თავში არავის მოსვლია, მაგრამ ევროპაში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო: როგორც კი კილიან მბაპე Fifa 21-ის ყდაზე გამოსახეს, ფრანგი დაშავდა. და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხსენებული თამაშის...

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥
ჩანაწერი

მბაპე დაიმტვრა, პსჟ-მ თასი მოიგო 🎥

მიიღებს კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობას თუ ვერა? ეს კითხვა მას მერე გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის თასის ფინალში, სადაც „პარი სენ ჟერმენმა” „სენტ ეტიენს” ნეიმარის გოლით 1:0 მოუგო, ვარსკვლავმა მოედანი ყავარჯნებით დატოვა. ეს „სტად დე ფრანსზე” მოხდა, თამაშის 31-ე წუთზე (პარიზელები უკვე 1:0-ს იგებდნენ), როდესაც 22 წლის თავდამსხმელი, როგორც სჩვევია, მეტოქის კარისკენ ქარივით...

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ
ჩანაწერი

საუკუნის გარიგება: მბაპე უფასოდ

ბევრს ეცადა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა, პსჟ-დან კილიან მბაპე გადაებირებინა, მაგრამ ბოლოს ცხადი გახდა, რომ პარიზელები სუპერვასკვლავს არ გაყიდიან და თავად ეცდებიან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას… არადა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე სულ ორი წელიწადი დარჩა. რა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზოს ფრანგულმა კლუბმა, რომ ზიდანის სურვილმა და ფლორენტინო პერესის ჯიბემ ერთად ვერ გადაწონოს? და აი, აქ უკვე გვარიანად...

მბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია
ჩანაწერი

მბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ გუნდიდან ჯიჯი ბუფონისა და ლასანა დიარას წასვლამ, მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „დიარა ჩემთვის, როგორც უფროსი ძმა, ისე იყო და მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა. ის მიყვებოდა საკუთარი კარიერის შესახებ, სხვა კლუბებზე. „ლასას“ ბევრგან უთამაშია და ბევრი ენახა. როგორც მეუბნებოდა, დაუშვა შეცდომებიც, ამიტომ სწორ რჩევებს მაძლევდა. მას აფასებდნენ გასახდელშიც. რთულ პერიოდში...

რაღა დროს მესი და რონალდუა…
ჩანაწერი

რაღა დროს მესი და რონალდუა…

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) საკუთარ ვებ გვერდზე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული სია გამოაქვეყნა. სიას კვლავინდებურად ფრანგული პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე ლიდერობს, რომელიც 259,2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სამეულში ასევე შედიან: „სიტის“ შემტევი რახიმ სტერლინგი (194.7) და მისი პარტნიორი ინგლისის ნაკრებში, „დორტმუნდის“  ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო (179,1). „ოქროს ბურთის“ ბოლო 12 წლის დომინანტები, „ბარსელონასა“ და...