გერმანული პრესა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ბავარიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კილიან მბაპესა და ნეიმარის მწვავე კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და წააგეს – 2:3. „ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი, გერმანიის ნაკრებში სარეკორდო 150 თამაშის მონაწილე ლოთარ მათეუსი თავისი ყოფილი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ეს უკვე იმის ბრალია, რომ...
ჭდე: კილიან მბაპე
როცა ანგარიში არის 31:6 ან 15:1
ამ თამაშს მაყურებლის გარდა არაფერი აკლდა. ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალიდან 227 დღეში „ბაიერნი” და „პარი სენ ჟერმენი” კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად მეოთხედფინალში. შარშანდელი ფინალი ბავარიელებმა მოიგეს — 1:0, გუშინდელ გიჟურ თამაშში კი ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა — 3:2. ზოგადი სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ბაირნმა” პსჟ-ს ამ შეხვედრაშიც აჯობა: კარში დარტყმები – 31:6, კუთხურები – 15:1. მატჩის...
ლეო დედამიწელი
მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გააგდო, თუმცა, უფრო სწორი იქნება აქცენტს მეორენაირად თუ დავსვამთ: მაურისიო პოჩეტინიოს „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. როგორც ევროპული პრესა წერს, ამავე დღეს გაირკვა, რომ ლეო მესი უცხოპლანეტელი კი არა, დედამიწელია — მან, პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის წამატებულ წუთებში პენალტი ვერ გაიტანა. არადა, ამ მომენტისთვის...
მბაპეს გულშემატკივარი იყიდის
„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის ფორვარდმა კილიამ მბაპემ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალები პირდაპირ გამოუცხადა. ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 35 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენს, რამდენიც ნეიმარს აქვს. ფრანგული მედია წერს, რომ პსჟ ამის გადამხდელი არ არის და ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდის, მის სანაცვლოდ რომ სატრანსფერო თანხა აიღოს. პარიზული კლუბი კი საკმაოდ მადიანია და მბაპეში არანაკლებ...
მბაპე+ჰოლანდი=852 მილიონი
სწორედ ამდენი დაუჯდება მადრიდის „რეალს“ ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ზაფხულის სატრანაფერო ბაზრის პრიორიტეტად თვლის. კილიან მბაპეს გადაბირების შემთხვევაში მისი ხელფასი წლიურად 72 მილიონი იქნება, ერლინგ ჰოლანდი კი 20 მილიონსაც იკმარებს. ჯამში 92 მილიონი გამოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ფლორენტინო პერესი 6-წლიან ხელშეკრულებებს ამზადებს, მხოლოდ ამ დუეტისთვის კონტრაქტის განმავლობაში 552 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. სახელფასო ხარჯებს სატრანსფეროც უნდა...
ძველი ბარსელონა დამთავრდა!
„ბარსელონას” ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დღეები. აგერ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „კამპ ნოუზე”, „პარი სენ ჟერმენმა” 4:1 დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ კატალონიელი ჟურნალისტის ლუის მასკაროს მოკლე წერილს, რომელიც „სპორტში” გამოქვეყნდა. კილიან მბაპეს მიერ „კამპ ნოუზე” მოწყობილი წარმოდგენა იმის საუკეთესო ილუსტრაცია იყო, რომ ფეხბურთში ეპოქა იცვლება. მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც ყველა დროის საუკეთესო „ბარსელონამ” კარგა ხნის განმავლობაში...
მბაპე – პირველი შევჩენკოს შემდეგ
ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მწარე ალიყური გააწნა „ბარსელონას“. საკუთარ მოედანზე 1:4 წაგება ერთია და ესპანური გრანდი (ისევე, როგორც მისი ლიდერი) საკუთარ თავს არ ჰგავდა. „კამპ ნოუს“ ნამდვილი მეფე წუხელ კილიან მბაპე იყო. ყველაზე მეტი დარტყმა (6), ზუსტი დარტყმა (4), შექმნილი მომენტები (6), საჯარიმოში ბურთის მიღება (10) და რაღა თქმა უნდა, ჰეთ-თრიკი. მბპემდე ჩემპიონთა ლიგაში „კამპ...
ჯო კოული: მესის არ აინტერესებდა
„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო. ინგლისელ ვეტერანსა და BT Sport-ის ექსპერტ ჯო კოულს ამ შეხვედრაში ლეო მესის გუნებ-განწყობა და თამაშისადმი დამოკიდებულება მოხვდა თვალში. ბოლო პერიოდში „ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. იკვეთება პრობლემა მოედნის ორივე ბოლოში — როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ კრიზისის გამოვლინება გახლდათ წუხანდელი მარცხი პარიზელებთან, რაც „ბლაუგრანასთვის”, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან...
პსჟ, ოღონდ რეალი
ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელობა დიდი ხანია ცდილობს, ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს კილიან მბაპესთან, რომლის მოქმედ ხელშეკრულებასაც ვადა 2022 წლის 30 ივნისს გასდის. მოლაპარაკების პროცესს აფერხებს მადრიდის „რეალის“ ინტერესი მბაპეს მიმართ და თავად ფეხბურთელის სურვილი, „სამეფო კლუბთან“ ერთად მოიგოს ტიტულები. პსჟ-ის ხელმძღვანელობამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. მბაპეს შესთავაზებენ ხუთწლიან კონტრაქტს, რომელშიც ცალკე იქნება გაწერილი „რეალში“ ან სხვა ტოპ-კლუბში...
ოპერაცია მბაპე
„პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია გააფორმოს კლუბთან ახალი კონტრაქტი თუ არა. 22 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან თანამშრომლობის 18 თვე დარჩა, „რეალი” და „ლივერპული” კი უკვე კალთებს ახევენ, ჩვენთან გადმოდიო. „რეალის” ინტერესის შესახებ ადრეც ბევრს წერდნენ. ცნობილია, რომ მადრიდელთა მწვრთნელი, მბაპეს თანამემამულე ზინედინ ზიდანი მის გადაბირებაზე ოცნებობს, მაგრამ ვერაფერს...









