თხუთმეტდღიან შვებულებაში გასვლამდე კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის” ბოსებს შეატყობინა, რომ ახალ კონტრაქტს აღარ განიხილავს და თუ წლეულს არ გაასხვისებენ, შეახსენა, რომ გაისად თავისუფალი აგენტი ხდება. არადა, პარიზელები მეტისმეტად გულუხვ შეთავაზებას აპირებდნენ, რომელიც კილიანის ოჯახის წევრებსაც შეეხებოდა. კერძოდ, მის 15 წლის ძმას უკვე გაუფორმეს სამწლიანი კონტრაქტი. მბაპე კი მაინც შეუვალია და „რეალში“ თამაში სურს. ამრიგად,...
ჭდე: კილიან მბაპე
რა კარგია, როცა შავ დღეში ხარ
„ბოავიშტას” 35 წლის ფრანგი მცველი ადილ რამი ნაკრებში თავის ყოფილ თანაგუნდელს, 22 წლის კილიან მბაპეს ორიგინალურად გამოექომაგა. მან თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, ახალგაზრდა ვარსკვლავს შვეიცარიასთან აცილებული პენალტის შემდეგ ჯოჯოხეთური პერიოდი რომ უდგას. რამი და მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. „მბაპეს ამ ყველაფრის გაძლება მოუწევს, — თქვა „ფრეჟუსის”, „ვალენსიას”, „მილანის”, „სევილიას”, „მარსელის”, „ფენერბაჰჩესა” და „სოჭის”...
ზომერმა მბაპეს ხრიკი მოუწყო
ეს აშკარად არ იყო კილიან მბაპეს ჩემპიონატი. მბაპე, რასაკვირველია, ბრწყინვალე ფეხბურთელია, რაც დეტალებში ევრო 2020-ზეც ჩანდა, მაგრამ მთლიანობაში, ამბიციებიდან გამომდინარე, ამ შეჯიბრებას რაც მალე დაივიწყებს, მით უკეთესი იქნება მისთვის. ფავორიტად შერაცხულმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში შვეიცარიასთან წააგო და შინ გაემგზავრა. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა 3:3, პენალტებში კი მეხუთე, გადამწყვეტი დარტყმა მბაპემ ითავა. მისდა სამწუხაროდ, ბურთი „გლადბახის”...
პსჟ და ორი მბაპე
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ შეათანხმა ახალი კონტრაქტი კილიან მბაპესთან, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდიდან წავა. ამის მიუხედავად, პსჟ მბაპეს გარეშე არ დარჩება. კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა კილიანის 15 წლის ძმა ითან მბაპეს. ყმაწვილი პარიზში 2018 წელს ძმასთან ერთად გადაბარგდა და კლუბის აკადემიაში ჩაირიცხა. კილიანობა ძნელი იქნება, მაგრამ კარგი ფეხბირთის სათამაშოდ უმცროს მბაპეს ნიჭსა და მონდომებას...
პარიზი მბაპეს ქალაქია
„პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კილიან მბაპეზე ჭორაობას წერტილი დაუსვა, არსად გადადისო. 22 წლის მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ანუ გაისად ამ დროს ეწურება და თუ მანამდე ახალი ხელშეკრულება არ გააფორმა, თავისუფალი აგენტი გახდება. ამიტომ წერდნენ წარამარა, რომ ფრანგი ფორვარდი „პარკ დე პრენსიდან” ამ ზაფხულს წავა და მას „რეალს” უკავშირებდნენ. „ყველას გასაგონად, მკაფიოდ...
მბაპე და რეალი შეთანხმებულები არიან
კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. 19 წლისა უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო — პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი, რომელმაც მუნდიალის ფინალში გოლი გაიტანა. „პარი სენ ჟერმენთან” მას 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ ფორვარდის ხელში ჩაგდებაზე ამთავითვე დიდი კონკურენციაა. თავად მბაპე პარიზელებთან ახალ კონრაქტს ხელს არ აწერს, როგორც ჩანს მომავალს სხვა კლუბში ხედავს. ფრანგი ვარსკვლავის აგენტმა ბრუნო...
პსჟ მბაპეში სალაჰს ხედავს
ESPN-ის ცნობით, „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს შეიცვლის. ამავე ზაფხულს ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“, დიდი ალბათობით, კილიან მბაპე დატოვებს. მბაპეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს და პსჟ მის გაყიდვას წლეულსვე შეეცდება, რათა ფინანსური დანაკარგი თავიდან აიცილოს. კლუბიც მისი შემცვლელის ძიებაშია და სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პოტენციური კანდიდატების სია ჩამოწერს. ერთ-ერთი ვარიანტი...
ეკიპი: ნეიმარი პარიზში რჩება
დღეს, წესითა და რიგით, „პარი სენ ჟერმენი” ნეიმართან კონტრაქტს განაახლებს. ბრაზილიელი, ფრანგულ კლუბთან თანამშრომლობას 2026 წლამდე დაყაბულებულა. აქამდე, ნეიმარის კონტრაქტი, კილიან მბაპეს ხელშეკრულების მსგავსად, ძალაში 2021-22 წლების სეზონის დასრულებამდე იყო. დადიოდა ხმები, თითქოს ზაფხულში ნეიმარი „ბარსელონაში” დაბრუნდებოდა, მაგრამ ამას ხომ 2017 წლის შემდეგ, ყოველ ზაფხულს ამბობდნენ. ერთი წლის წინ, ნეიმარის მოსათაფლად კატალონიიდან პარიზში „ბარსას” წარმომადგენლებიც...
როგორ დამარცხდა გამარჯვებული ბაიერნი…
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....
პსჟ-ის თადარიგი: კეინი ან სალაჰი
პარიზული კლუბი კილიან მბაპეს გაცილებისთვის ემზადება და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტს განიხილავს. ცოტა ხნის წინ პირადად მაურიციო პოჩეტინომ პირადად დაურეკა ჰარი კეინს, რომელთანაც „ტოტენჰემში“ წლები იმუშავა. ეს ვარიანტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. კიდევ ერთი ვარიანტია მოჰამედ სალაჰი. პარიზელთა წარმომადგენლები უკვე ერთი თვეა, კავშირზე არიან ეგვიპტელის გარემოცვასთან. ამ სავარაუდო ტრანსფერებზე...









