დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ხმაურიანი გარიგების მომსწრე გავხდებით. ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გუნდს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კილიამ მბაპე შეიცვლის. ფრანგული და ესპანური გამოცემების ცნობით, 30 აგვისტოს დილით პსჟ-მ მბაპეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბს პირდაპირ განუცხადა, რომ ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს და ამაზე ლაპარაკს...
ჭდე: კილიან მბაპე
ლეოს კეთილი დებიუტი
ლეო მესიმ „რეიმსის“ პატარა გულშემატკივარი გაახარა. არა მარტო იმით, რომ მამამისს გოლი ვერ გაუტანა, არამედ იმითაც რომ მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრანგულ ფეხბურთში მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის დებიუტი ჯაბა კანკავას ყოფილ გუნდთან შედგა. მესი მოედანზე ნეიმარის ნაცვლად 66-ე წუთზე შევიდა. ასე დაიწყო უდიდესი ფეხბურთელის ახალი ცხოვრება „ბარსელონას“ მიღმა. „პარი სენ ჟერმენმა“ „რეიმსს“ სტუმრად 2:0 მოუგო....
ჰოლანდიც რეალში? ოღონდ გაისად…
როგორც ჩანს, ფეხბურთში ძალიან დიდი ფულიც კი ზოგჯერ უძლურია. დორტმუნდელმა ერლინგ ჰოლანდმა უარი შეუთვალა პსჟ-ს. ფრანგებს ეიმედებოდათ, რომ 200 მილიონ ევროდ დაიმატებდნენ ნორვეგიელს, რომელიც მბაპეს ჩაანაცვლებდა. პარიზელებმა ნიადაგის მოსინჯვა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას სთხოვეს, მაგრამ 21 წლის ფორვარდის პასუხი ცალსახა იყო – მას 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში...
მბაპე: 20 მილიონი მადრიდამდე?
არ დაადგა საშველი კილიან მბაპეს საგას დასრულებას. უკვე ყველასთვის და მათ შორის პსჟ-ის ხელმძღვანელობისთვის ცხადია, რომ 22 წლის ფრანგი არ დარჩება – ან წელს გაყიდიან, ან ერთი წლის შემდეგ უკაპიკოდ გაექცევათ. ამასობაში, l’Eguipe-ს ინფორმაციით, გუშინ მადრიდის „რეალმა“ პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა ფრანგებს და 160 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს წინადადება მყისიერად იქნა უარყოფილი. პსჟ-ის პასუხი ასეთია:...
პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს. მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია...
რეალის უფასო გეგმები
„პარი სენ ჟერმენის“ შემტევი კილიამ მბაპე ამ ზაფხულს ფრანგულ კლუბს არ დატოვებს! ამის შესახებ ჯერ კლუბის სპორტულმა დერექტორმა ლეონარდომ განაცხადა, ხოლო შემდეგ თავად ფეხბურთელის გარემოცვამ დაადასტურა. ეს ყველაფერი მადრიდის „რეალის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც გაისად ხელში ხუთი ფეხბურთელის უფასოდ ჩაგდება სურს. 2022 წლის 30 ივნისს საკუთარ გუნდებთან კონტრაქტები ეწურებათ ანტონიო რუდიგერს, პოლ პოგბას, ედუარდო კამავიგას,...
სიხარული და სტვენა პარკ დე პრენსზე
შაბათს, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა თავიანთ ახალ „გალაქტიკოებს“ ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებული ოვაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესის ერგო. ეს მოხდა ახალი სეზონის პირველი თამაშის წინ, რომელიც პარიზელებმა „სტრასბურს“ 4:2 მოუგეს. ფანებს ზაფხულის ხუთი ახალწვეული წარუდგინეს. ისინი იყვნენ ხსენებული მესი, სერხიო რამოსი, აშრაფ ჰაკიმი, ჟორჟინიო ვინალდუმი და ჯანლუიჯი დონარუმა. სხვა საქმეა, რომ ჩამოთვლილთაგან შეხვედრაში მხოლოდ...
რონალდუც პარიზში?
ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მშვენივრად უწყის, რომ კილიან მბაპე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს მადრიდის „რეალს“. თურმე ნუ იტყვით და ალ-ხელაიფის მბაპეს შემცვლელი უკვე შეუგულებია – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელმა კი გამოთქვა ტურინში 2024 წლამდე დარჩენის მზადყოფნა, მაგრამ თუ მსუყე...
დადასტურდა! მესი პსჟ-ს ფეხბურთელია
მესი „პარი სენ ჟერმენში“ ითამაშებს! ფეხბურთელმა და მისმა მრჩეველებმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს. კონტრაქტში ლაპარაკია ორ უეჭველ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის ამბავიც დროთა განმავლობაში გაირკვევა. არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგინება შედგება. „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასირ ალ ხელაიფიმ მესის გადასაბირებლად საოცრად ოპერატიულად იმოქმედა და „ბარსელონას“ ახლა...
გაისად, როცა თავისუფალი აგენტი გახდება
ესპანური „მარკას“ ცნობით, თუკი ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე გაისად, „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას მარტო კონტრაქტზე ხელმოწერაში 40 მილიონ ევროს გადაუხდიან. ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე ახლახან მიიღო დავიდ ალაბამ, რომელიც „ბაიერნიდან“ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, იმავე „რეალში“ გადავიდა. ის ფაქტი, რომ „თეთრები“ მბაპეს სანაცვლოდ ამხელა თანხას იმეტებენ უპირველეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ ესპანურ...









