რას აღარ ითვლიან. აგერ, წუხელ „ჩელსიმ“ „ლილს“ 2:1 მოუგო და გაირკვა, რომ ლონდონელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს რეკორდი გაუმეორებია — ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველ 50 შეხვედრაში მან თურმე ოცდამეთორმეტედ გაიმარჯვა, რითაც თანამემამულეს იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. და მაინც, უპირატესობა ჰაინკესს დარჩენია, რადგან მას თავისი 32 გამარჯვება 47 შეხვედრაში მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა...
Tag: იუპ ჰაინკესი
Bonjour Willy !
გაირკვა! საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ფრანგი ვილი სანიოლი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია და კიდევ ორი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. მწვრთნელი რომ გვყავს, უკვე კარგია. სერიოზული საფეხბურთო და გარკვეული სამწვრთნელო პრაქტიკაც რომ უმაგრებს ზურგს – მთლად უკეთესი. ვისაც გახსოვთ „ბაიერნში“ მუდამ მებრძოლი სანიოლი, ალბათ ხანდახან დაგიჭერიათ მის თამაშში სუფთა გერმანული გაუტეხლობა და ბრძოლის ჟინი. ესეც მისი, როგორც პიროვნების მახასიათებელი...
ჰაინკესმა ლევანდოვსკის თითი უქნია (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „რეალთან” მწარე დამარცხების შემდეგ „ბაიერნი” ბუნდესლიგას დაუბრუნდა და კიოლნში 3:1 გაიმარჯვა. ამ ამბავში აღსანიშნავი არაფერი იქნებოდა ერთი ინციდენტი რომ არა: 77-ე წუთზე იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკი შეცვალა — მის ნაცვლად მოედანზე სანდრო ვაგნერი შეიყვანა — განაწყენებულმა ლევანდოვსკიმ კი მოედნიდან გასვლისას მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. უფრო სწორედ, მხოლოდ ჰაინკესის ასისტენტ პეტერ ჰერმანს მიუტყაპუნა...
ჰაინკესსაც ხომ უნდოდა ლუდი
„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა „კიკერთან” ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ აღნიშნა „აუგსბურგთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე. „სასტუმროში ცხრის ნახევარზე დავბრუნდი და ჩანთა ამოვალაგე. ასეთ დროს ნომერში უნდა ახვიდე, რადგან ზეიმის სრულად შესაგრძნობად ჯერ ადრეა. ერთი ხნის შემდეგ, ჩემი ასისტენტები პეტერ ჰერმანი და ტონი ტაპალოვიჩი ლუდის გადასაკრავად წასულან. ვკითხე, მე...
მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს
„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა. ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი...
ტუხელმა არაო
თომას ტუხელთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობამ ბუნდესლიგა გააოცა: 44 წლის მწვრთნელი მომავალ სეზონში „ბაიერნის” გაძღოლაზე უარს ამბობს. მოგეხსენებათ, 72 წლის იუპ ჰაინკესი სეზონის დამთავრების შემდეგ „რეკორდმაისტერიდან” მიდის. ბავარიელები ახალი თავკაცის ძებნაში არიან. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ თომას ტუხელი გახლდათ, მაგრამ ვითარება უცებ და რადიკალურად შეიცვალა: როდესაც „ბაიერნის” ოფისიდან „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელს შეეხმიანენ, პასუხად მიიღეს, რომ...
ზე მწვრთნელზე
მარტის დასაწყისში, „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა თქვა: „ბავარიელთა თავკაცობას იმიტომ დავთანხმდი, რომ კლუბი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, შესაფერის მწვრთნელს ვერ პოულობდა. მაშინ ვთქვი, რომ „ალიანს არენაზე” სეზონის ბოლომდე დავრჩებოდი, ამასობაში კი გამოჩნდებოდა, როგორ წავიდოდა საქმეები. ასეთი შეთანხმება პატიოსან ურთიერთობას განაპირობებს”. ამჯერად, ჰაინკესის „ბაიერნიდან” წასვლის საკითხზე გერმანული ტაბლოიდის TZ-ს ფურცლებიდან „რეკორდმაისტერის” ყოფილმა...






