„დორტმუნდის“ ჭაბუკმა შემტევმა, ერლინ ჰოლანდმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძლება კლუბი დატოვოს. გერმანული კლუბი ჰოლანდს 75 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ საწყისი თანხა, შესაძლოა, გაიზარდოს. მიზეზი ისაა, რომ მისი აგენტი ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ. ამიტომ მისმა საკომისიომ და ფეხბუთელის მამის ჰონორარმა შეიძლება თანხა გააორმაგოს (თუმცა, არ დაგვავიწყდეს კორონავირუსის კრიზისი). შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ გადასვლისას, რაიოლამ დაახლოებით 15 მილიონი...
ჭდე: ერლინგ ჰოლანდი
ბაიერნს მხეცი არ სჭირდება
მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველობის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი არ აპირებს „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას. „ერლინგი მაგარი ფეხბურთელია. ნამდვილი მხეცი, გააქვს ბევრი გოლი და უპირობოდ იმსახურებდა Golden Boy-ის პრიზს. თუმცა, ის ჩვენ არ გვჭირდება, რადგან რობერტ ლევანდოვსკი გვყავს“, – ასეთია რუმენიგეს მოსაზრება. უკვე ცნობილია, რომ Golden Boy-ის პრიზს 20 წლის ჰოლანდი აიღებს....
კიმიხის ოპერაცია
ჯოშუა კიმიხმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მეორე დღესვე ქირურგის მაგიდაზე აღმოჩნდა. გადადება აღარ ურჩიეს. დღეს ამბობენ, რომ კიმიხი მოედანს იანვრამდე არ დაუბრუნდება, რაც საუკეთესო ვარიანტია. „კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ ჯოშუა რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ შეუერთდება გუნდს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ აღდგენითმა პერიოდმა რაც შეიძლება მალე...
დამტვრევა ლამაზ თამაშში
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ტრავმა იოლი არ უნდა იყოს. „ბაიერნის” ვარსკვლავი” ჯოშუა კიმიხი „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში დაშავდა. მას იღბალმა ერლინგ ჰოლანდთან ორთაბრძოლისას უმტყუნა. გერმანიის ნაკრების მოთამაშე მოედნის ცენტრში შეცდა — ბურთი ჰოლანდს ჩაუგდო. როდესაც შეატყო, რომ ნორვეგიელი სახიფათო შეტევას იწყებდა, კიმიხმა ორთაბძოლა წამოიწყო. მან დორტმუნდელს ფეხში მიჰკრა, ის წაბორძიკდა, მაგრამ წონასწორობა შეეინარჩუნა და სხვლა...
ჩემპიონთა ლიგის გერმანული ოთხშაბათი
თომას ტუხელს თუ არ ჩავთვლით, გერმანელებს ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერი ოთხშაბათი ჰქონდათ: „დორტმუნდმა” „ბრიუგეს” სტუმრად 3:0 მოუგო; „ლაიპციგი” „პარი სენ ჟერმენთან” აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო — სწორედ აქ არ გაუმართლა პარიზელთა მწვრთნელ ტუხელს; ტიმო ვერნერმა კი „ჩელსის” შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა. დასავლეთლონდონელებმა „რენს” 3:0 მოუგეს. „დორტმუნდმა” ბრიუგეს მალევე მოუთავა საქმე: „რეალის” ვარსკვლავის ედენ...
პატარები და მაგრები
რატომ მოხდა ასე, გასაგებიცაა, ტალანტებმა გაიბრწყინეს და მათში დიდი პოტენციალი დაინახეს… არ გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რომ ყველაზე გაძვირებული ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან. ვინ იცის, ეგებ არც ის დღეა შორს, როცა უძვირესი ფეხბურთელების ხუთეულში, თუნდაც ათეულში, ქართველი ფეხბურთელის გამოჩნდეს. 5. მეისონ გრინვუდი 19 წლის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მისი ამჟამინდელი ღირებულება 50 მილიონი ევრო გახლავთ, ფასი კი 2020-ში 30 მილიონი ევროთი გაეზარდა....
ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო
„დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს მის ამპლუაში საუკეთესოების შესახებ დაუსვეს კითხვა. 20 წლის ნორვეგიელმა, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარო ორ ტურში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო, ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ფორვარდები, რომლებიც მასზე უმჯობესნი არიან. ჰილანდის რჩეულთა შორის მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობემეიანგი (არსენალი), ტიმო ვერნერი (ჩელსი) და...
სანამ ქარიმს ქარი წაიღებს
„რეალი” უკვე ემზადება იმ დროისთვის, როდესაც 32 წლის ქარიმ ბენზემას გაუშვებს და მეტოქის საჯარიმოში ახალი ვარსკვლავი დასჭირდება. ფრანგს კონტრაქტს ვადა 2022 წელს გაუდის და როგორც ესპანური გამოცემა AS წერს, კლუბმა უკვე იცის მის შემდეგ „ვისი სულიც სურს”. ლაპარაკია, „დორტმუნდის” 20 წლის ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „რეალი” და...
ბირჰოფის ხუთეული
კრიშტიანუ არა, ლეო მესი არა და გერმანელები არა… ასეთი იყო ესპანური „მარკას” გერმანელი ექსპერტის ოლივერ ბირჰოფის კრიტერიუმები, როდესაც ის პლანეტის ხუთი საუკეთესო თავდამსხმელის დასახელებაზე ფიქრობდა. 52 წლის ვეტერანმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში თავად გახლდათ ფორვარდი და თავი ისეთ კლუბებში თამაშით გამოიჩინა, როგორებიც იყო „მილანი” და „მონაკო”, ხუთეულში ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი მაინც შეიყვანა. „ძნელი ამოცანა მერგო, —...
ლევანდოვსკის დროა
წლეულს „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად რობერტ ლევანდოვსკი სახელდება. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ივნისის შუაში ფორმა „აკრიფა“ და ექსპერტების აზრით, ორი უმთავრესი კონკურენტი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ მაშინ ჩამოიშორა. მეტიც, კრიშტიანუ მაშინ კევინ დე ბრუინმა სამეულიდანაც გააგდო, თუმც გავიდა კიდევ ორი კვირა და რონალდუ სამეულში დაბრუნდა, მაგრამ უკვე აღარ ჩანს მესი. ლევანდოვსკი კი, ისევ რჩება...







