იტალიელმა სუპერაგენტმა მინო რაიოლამ Sport1-თან ინტერვიუში თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდის შესახებ „ბარსელონას” პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატთან არ ულაპარაკია.
რაიოლა: „მინდა გითხრათ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე ერთთანაც არ მილაპარაკია. მათთან არ მილაპარაკია აგრეთვე ჩემი რომელიმე სხვა კლიენტის შესახებ. არც ვაპირებ. აი, როდესაც იანვრის ბოლოს გაირკვევა, რომელი მათგანი ჩაიბარებს კლუბს, მერე შეუძლიათ დამიკავშირდნენ”.
თუ „ბარსას” პრეზიდენტი ელიმი რუსო გახდება, მაშინ სპორტული დირექტორის თანამდებობას, სავარაუდოდ, ჟოზეპ მარია მინგუელა დაიკავებს, მან კი, AS-ის ინფორმაციით 20 წლის ნორვეგიელზე ასე თქვა:
„რაიოლას პირობები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და თუ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ერლინგ ჰოლანდის თაობაზე მეორე დღესვე დავურეკავთ. მისთვის ამის შესახებ უკვე ნათქვამი გვაქვს”.
„მარკამ” კი დაწერა, რომ მინგუელას რაიოლასთან ჰოლანდის თაობაზე უკვე წინასწარი კონტრაქტიც კი აქვს გაფორმებული.
ზემოხსენებული ელიმი რუსო გახლავთ კატალონიელი ბიზნესმენი, ესპანეთში ელექტროენერგიისა და გაზის პირველი დამოუკიდებელი კომპანიის „ფაქტორ ენერხიას” დამფუძნებელი. დღეს ამ კომპანიის წლიური ბრუნვა 400 მილიონი ევროა.
რაც შეეხება მინგუელას, ის რინუს მიხელსის დროს, „ბარსელონაში” მისი ასისტენტი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
