საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ტირანაში 1:0 მოუგო ალბანეთის ნაკრებს. ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ თქვა: „ეს იყო თამაში 50-50-ზე რომლის ბედიც ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ტაქტიკური შეხვედრა გამოვიდა, სადაც მარცხდება გუნდი, რომელიც გოლს უშვებს. საქართველოსნაირ გუნდთან თუ გოლი გაუშვი, ანგარიშის გათანაბრება ძნელია. მათ...
ჭდე: ერთა ლიგა
წითელფორმიანი ბიჭი მირბოდა, ხოლო ჩვენი ექვსი მოთამაშე უშედეგოდ მოსდევდა
ერთა ლიგაში ჩეხეთის ნაკრებს 4:1 მოვუგეთ, მაგრამ ამავე გუნდთან 19 ნოემბერს სტუმრად, ქალაქ ოლომუცშიც გვაქვს სათამაშო. ეს იქნება საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრა B1 ჯგუფში. დიდი შანსია მას ცხრილში ადგილების განაწილების თვალსაზრით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩეხურ პრესაში წერენ, რომ თბილისში მწვრთნელის ივან ჰაშეკის მდგომარეობა დამძიმდა. გულშემატკივრები ევრო...
ივან ჰაშეკი: ფეხბურთელებისთვის ყვირილს ახლა აზრი არ ჰქონდა
ბოთლი არ უსვრია, არ გაბრაზებულა, არ იგინებოდა. ასე თუ ისე უემოციოდ იდგა, ნიკაპი თითებში ჰქონდა მოქცეული და ასე უყურებდა ჩეხური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩს. 1:4 საქართველოში. „ეს იყო საშინელი სპექტაკლი. თავს ვერაფრით გავიმართლებთ. ამიერიდან მოგება უნდა დავიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ აღარაფერი მესაქმება. პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ”, — თქვა ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა...
ყოჩაღ ბიჭებო!
აშკარად ჩვენი ტურნირია ერთა ლიგა. მორიგი გათამაშება დაიწყო და საქართველოს ნაკრებმა გერმანულ ევრო 2024-ზე დაწყებული ზღაპარი გააგრძელა. თუმცა ბიჭები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ საქმე მთლად ზღაპართანაც არ გვაქვს. კვლავ თავგანწირვა, ჟინი, ხალისი და მაღალი კონცენტრაცია. ევროს შემდეგ ჩვენი გუნდი აშკარად გაიზარდა. მთავარი კი ალბათ ის მენტალობაა, რაც ყოველთვის აკლდა ჩვენს ეროვნულ გუნდს. ერთა ლიგის მორიგი გათამაშების...
იტალიის რევოლუცია პარიზში
გაუმარჯოს იტალიას! ეს იტალიაა! – წერს „პარკ დე პრენსზე” საფრანგეთთან 3:1 გამარჯვების შემდეგ იტალიელი ჟურნალისტი სანდრო საბატინი. ის განაგრძობს: ამ იტალიას არაფერი აქვს საერთო გუნდთან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი ბრაზისა და სიამაყის გარეშე დატოვა. ბერლინში შვეიცარიასთან თამაშის (0:2 ევრო 2024-ის მერვედფინალში) შემდეგ იყო მხოლოდ სირცხვილი და სტვენა; პარიზში ერთა ლიგაზე საფრანგეთთან გამარჯვების შემდეგ კი არის მხოლოდ...
საქართველო ერთა ლიგას ჩეხეთით დაიწყებს
8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამასების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები იქნებიან. უკვე ცნობილია გათამასების კალენდარი და თამაშების გამართვის თარიღები: 7 სექტემბერი / საქართველო-ჩეხეთი 10 სექტემბერი / ალბანეთი-საქართველო 11 ოქტომბერი / უკრაინა-საქართველო 14 ოქტომბერი / საქართველო-ალბანეთი 16 ნოებერი / საქართველო-უკრაინა...
… უარესიც შეიძლებოდა
პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. Საქართველოს ნაკრები B დივიზიონის მეოთხე კალათაში იყო და მოსალოდნელი გახლდათ, რომ მეტოქეებად ძლიერი გუნდები შეხვდებოდა… თუმცა, იღბალმა გაგვიღიმა – საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან. ცხადია, უარესიც შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან აქამდე არ უთამაშია. ტურნირი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. A დივიზიონში...
კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან
ერთა ლიგის ტურნირი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები უნდა გამოავლინოს ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ცნობილია 2024-2025 წლის სეზონის კალენდარი და კალათები. საქართველოს ნაკრებს თამაში B დივიზიონში მოუწევს, წილისყრა კი, 8 თებერვალს პარიზში გაიმართება და ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეებსაც შევიტყობთ. კალათები კი, ასე შედგა: A დივიზიონი I კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები II...
ერთა ლიგის ფინალური ოთხეული დაწყვილდა
25 იანვარს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჩამოყალიბდა შემდეგი ნახევარფინალური წყვილები: ესპანეთი – იტალია ნიდერლანდები – ხორვატია ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის ტურნირი წლეულს ნიდერლანდებში 14-დან 18 ივნისამდე გაიმართება. მასპინძლი ქალაქები როტერდამი და ენსხედე გახლავთ. ნახევარფინალები 2023 წლის 14 და 15 ივნისს გაიმართება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს. შეგახსენებთ, რომ...
4 ნაბიჯი წინ
გამოქვეყნდა ფიფას განახლებული რეიტინგი. სექტემბერში ერთა ლიგაში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 10,88 ქულა დაემატა, ოთხი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად 1307 ქულით 78-ე ადგილზეა. რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ბრაზილია (1841 ქულა), 2. ბელგია (1816), 3. არგენტინა (1773), 4. საფრანგეთი (1759), 5. ინგლისი (1728), 6. იტალია (1726), 7. ესპანეთი (1715), 8. ნიდერლანდები (1694)....









