პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. Საქართველოს ნაკრები B დივიზიონის მეოთხე კალათაში იყო და მოსალოდნელი გახლდათ, რომ მეტოქეებად ძლიერი გუნდები შეხვდებოდა… თუმცა, იღბალმა გაგვიღიმა – საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან. ცხადია, უარესიც შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან აქამდე არ უთამაშია.
ტურნირი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. A დივიზიონში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული არ გადავა – შანსი მეორე ადგილოსნებსაც აქვთ, რომლებიც ფლეი ოფში A დივიზიონის მესამე ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
იმავე პრინციპით მოხდება დაქვეითებაც: ბოლო ადგილი ვარდება, ხოლო მესამე ადგილოსანი ფლეი აუტში C დივიზიონის მეორე გუნდს გაეჯიბრება. გუნდები ჯგუფების მიხედვით დაწყვილდებიან.
ფლეი ოფების წილისყრა ნოემბერში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
