ვალენსიას ქართველი რეკორდსმენი

Home კატეგორიის გარეშე ვალენსიას ქართველი რეკორდსმენი
ვალენსიას ქართველი რეკორდსმენი

საქართველოს ნაკრებისა და „ვალნსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კლუბის რეკორდსმენი გახდა – მამარდა „ღამურების“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა.

23 წლის მამარდაშვილმა ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში შეუცვლელად 59 შეხვედრა ჩაატარა – აღნიშნულ რეკორდს სოციალურ ქსელში „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს – გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 86 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 25-ში კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

 

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.