გერმანიამ ჰოლანდიაში 0:3 წააგო — ეს იყო ერთა ლიგის შაბათის ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ანგარიში. ამ წაგების შედეგად A ლიგის პირველი ჯგუფის ცხრილში გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზეა და თუ დავუშვებთ, რომ შეჯიბრება 19 ნოემბერს სწორედ ასე დასრულდება, გერმანელები B ლიგაში გავარდებიან. თუმცა, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და თეორიულად იგივე შეიძლება მოუვიდეთ 3 ქულიან...
ჭდე: ერთა ლიგა
ერევანში გიბრალტარის საპატივცემულოდ ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს
გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი აღწერა და გაასაჯაროვა. განცხადებაში წერია: „გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია დიდი გულისწყრომით აცხადებს, რომ სომხეთთან უეფას ერთა ლიგის...
უკეთესიც შეიძლებოდა
უეფამ ერთა ლიგად წოდებული სადებიუტო ტურნირის კენჭი ყარა. საქართველო, რეიტინგიდან გამომდინარე, უსუსტეს D ჯგუფში მოხვდა. ეს მინუსთან ერთად გარკვეული პლუსიცაა – D ჯგუფის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, თუმცა საამისოდ ჯერ ქვეჯგუფში გამარჯვება, მერე კი სხვა ქვეჯგუფების გამარჯვებულებთან ფლეი-ოფში პირველობაა აუცილებელი. რაც შეეხება ქვეჯგუფს: უსუსტესი კალათიდან ანდორა გვერგო და იმედია, პრობლემა არ შეგვექმნება. აი, სხვა...
ჩვენი წილი ევროპა ლოზანაში გაირკვევა…
დღეს ევროპულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება. თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიულ ლოზანაში ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. ეს არის ახალი შეჯიბრება, რომელიც ძირითადად ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს, ხოლო საქართველოს მსგავს დაბალრეიტინგიან ნაკრებებს დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მიეცემათ. უეფას წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგადაა დაყოფილი. ჩვენები ბოლო, მე-4 ლიგაში ითამაშებენ. ჩვენი „კბილა“ გუნდები...
საქართველო ბოლოს პირველის ბოლოა
უეფამ ერთა ლიგის კალათები საბოლოოდ დაადგინა. საქართველოს ნაკრები, როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლო – მეოთხე ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. ამათ 2018 წლის 24 იანვარს, შვეიცარიულ ლოზანაში ოთხ ოთხგუნდა ჯგუფად გადაანაწილებენ. პირველადგილოსნები 2020-ის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ და გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგა ახალი ტურნირია. მისი პირველი გათამაშება...




