ჭდე: დინამო

Home დინამო
დაბრუნება წვიმიან სამტრედიაში…
ჩანაწერი

დაბრუნება წვიმიან სამტრედიაში…

მეხუთე ტურში გაიმართა მატჩი, როგორიც საქართველოში კარგა ხანია აღარ გვინახავს. წვიმიან სამტრედიაში შვიდგოლიანი თრილერი გათამაშდა. სტუმარი „ლოკომოტივი“ ნახევარი საათის თავზე სამბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ გია ცეცაძის „სამტრედიამ“ შესანიშნავი „დაბრუნება“ შემოგვთავაზა. ისეთი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ უყვარს ხოლმე. გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა 3:4. 7 გოლის გარდა, ვნახეთ ორი ავტოგოლი, გაძევება… მოკლედ, ცოცხალი ფეხბურთი ვიხილეთ. ყველაფერი ის,...

რა მოხდა დინამოზე?
ჩანაწერი

რა მოხდა დინამოზე?

შფოთიანი ტური გამოდგა. შფოთის ავტორი კი „საბურთალო“ გახდა, რომელმაც „დინამოსთან“ 3:4 წააგო და ატყდა ერთი ამბავი. საბურთალოელთა თავკაცი, ლევან კორღალიძე მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს შემოსწყრა: მეტოქე მცველს საჯარმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი რატომ არ დანიშნეო. თუმცა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაცხო, რასაც „საბურთალოს“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაც მოჰყვა, რომელმაც ჟურნალისტებს...

დინამო ბრეშასთანაც დამარცხდა
ჩანაწერი

დინამო ბრეშასთანაც დამარცხდა

ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად იტალიურ „ბრეშასთან“ წააგო – 6:14. წყვილის ფავორიტი „ბრეშა“ იყო და წინა მატჩების ფონზე, არც არაფრის მოლოდინი გვქონდა. ასე მოხდა – იტალიელები მეორე მეოთხედის დასაწყისშივე 5:1 დაწინაურდნენ. აქ თითქოს გაიბრძოლა დინამომ და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. თუმცა, სულ...

33
ჩანაწერი

33

საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ წრედ ჩატარდა). თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა...

დინამო მერვედ
ჩანაწერი

დინამო მერვედ

საქართველოს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს, სლავა მეტრეველის სახელობის ქვეყნის სუპერთასის მატჩით გაიხსნა. მიხეილ მესხის სტადიონზე შარშანდელი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ თასის მფლობელ „გაგრას“ შეხვდა, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ისტორიაში მერვედ დაეუფლა პრესტიჟულ ჯილდოს. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაინიშნა. სერიის გმირი დინამოელთა მეკარე როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ერთი პენალტი...

საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს გაიხსნება
ჩანაწერი

საფეხბურთო სეზონი 21 თებერვალს გაიხსნება

21 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და ეს იქნება ახალი სეზონის პირველი თამაში. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. სხვათა შორის, „მესხზე“ ამ დღეებში ახალი სანათები დაამონტაჟეს და ახლა განათების სიმძლავრე 1800 ლუქსია. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი კი 27...

სამჯერ დინამოელი, ნაღდი დინამოელი
ჩანაწერი

სამჯერ დინამოელი, ნაღდი დინამოელი

თბილისის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამავე გუნდში ფეხბურთელადაც უთამაშია და სპორტულ დირექტორადაც უმუშავია. ნემსაძე გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინა. ცნობილია კონტრაქტის ხანგრძლივობაც: 1+1. „ჩისკო მუნიოსს ვულოცავ „უოტფორდში“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემს დანიშნვას, დამიჯერეთ, კარგად ვიცი რა ტრადიციების გუნდშიც ვარ. „დინამოს“ ხელმძღვანელობას ამ შემოთავაზებისთვის მადლობა...

ჩხეტიანს დილა ელის
ჩანაწერი

ჩხეტიანს დილა ელის

მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც...

რა საოცრად წავიდა…
ჩანაწერი

რა საოცრად წავიდა…

ფარერულ „კლაკსვიკთან“ 1:6 წაგების შემდეგ „დინამოს“ ხელმძღვანელობა ჩისკო მუნიოსს მაინც ენდობოდა და მასთან თანამშრომლობას 3-4 წლით აპირებდა. ამას ღიად აცხადებდა კიდეც. თუმცა, ესპანელი გუნდიდან მაინც წავიდა და წავიდა ისევ ჩემპიონად. ჩისკო, ალბათ, ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ ორჯერ წავიდა გუნდიდან. ჩისკო „დინამოს“ წინა სეზონში წვრთნიდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩისკო...

ჩანაწერი

დინამო – 18

მაშ ასე. მოკლე, მრავალტანჯული სეზონი დამთავრდა. კორონაპანდემიამ ყველაფერი შეცვალა. 29 თებერვალს დაწყებული შეჯიბრი 6 მარტს შეწყდა და 109 დღის შემდეგ, 25 ივნისს განახლდა. ამიტომ ჩატარდა ორ წრედ, ოთხის ნაცვლად. განახლების დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ეს ტრაგედიაც სამუდამოდ გაჰყვება ამ სეზონის ისტორიას. ბოლო ტურის წინ, ლიდერი...