ჭდე: დინამო

Home დინამო
ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი
ჩანაწერი

ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი

ამას ვერ აღწერ! ეს უნდა ნახოთ! ამის ეგრეთწოდებულ „ლაივში” ნახვა კი ერთ რამედ ღირდა. 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს” მასაჟისტმა, ანზორ გაბიტაშვილმა ფინალის ბურთი გაიტაცა და… ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა!

დი-ნა-მო, დი-ნა-მო!
ჩანაწერი

დი-ნა-მო, დი-ნა-მო!

თბილისის „დინამოს” უკვდავი ჰიმნი ბრწყინვალე ქართველმა კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა გუნდს 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის მოპოვების (ფინალში დინამოელებმა დაამარცხეს „არარატი” 3:0) მეორე დღეს მიუძღვნა და მას მერე ეს სიმღერა ბევრი დიდ წარმატებისკენ წარუძღვა ჩვენს ფეხბურთელებს!

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!
ჩანაწერი

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!

უდიდესი მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში! 1981 წლის 13 მაისს, ქალაქ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე” თბილისის „დინამომ” იენის „კარლ ცაისს” 2:1 მოუგო და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი აღმართა.

უდიდესი მნიშვნელობის მატჩი
ჩანაწერი

უდიდესი მნიშვნელობის მატჩი

1981 წლის 4 მარტს თბილისის „დინამომ” ლონდონში, „აპტონ პარკზე”, „ვესტ ჰემს” 4:1 მოუგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც თბილისელებზე უდიდესი გავლენა იქონია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თასის მოპოვება შეეძლოთ.

მანდარინობა ზესტაფონში
ჩანაწერი

მანდარინობა ზესტაფონში

დიდი ამბავი იყო ხუთშაბათს ზესტაფონის „დავით აბაშიძეზე“: ბათუმის „დინამომ“ მეზობელ „შუქურას“ 8:1 მოუგო… ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდებს შორის რეალურად ასეთი სხვაობაა. აქ უფრო ის მოდელი ამუშავდა, როცა ერთს ყველაფერი გამოსდის, მეორეს – არაფერი. ხდება ხოლმე. თუმცა, ამით სულაც არ ვაკნინებთ ბათუმელთა წარმატებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ამას თამაშის ხარისხიდან...

სამგურალი ფრუიძეობს
ჩანაწერი

სამგურალი ფრუიძეობს

მეორე წრის პირველი ტურის ყველაზე საინტერესო ამბავი წყალტუბოში გამართული ბურთაობა გამოდგა. „სამგურალმა“ ლიდერ „დინამოს“ 2:0 მოუგო, თან მართლა მოუგო, დამაჯერებლად. გახსოვთ ალბათ, წლევანდელი სეზონიც ამ გუნდების შეხვედრით გაიხსნა. დებიუტანტმა წყალტუბოელებმა მაშინაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მართალია ის მატჩი 1:1 დამთავრდა, მაგრამ მეტად იღბლიანები რომ ყოფილიყვნენ, იმერლები იმ თამაშსაც მოიგებდნენ. ამჯერადაც გამოიჩინა თავი სერგო კუხიანიძემ, რომელიც...

დინამომ ლიგა წყალს გაატანა
ჩანაწერი

დინამომ ლიგა წყალს გაატანა

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა წყალში ჩაყარა შრომა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. არადა, ძალიან ახლოს იყო. „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (3:3), მესამე მეოთხედში თბილისის გუნდმა კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდს ორბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდა – 6:4. ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ფრე მეტოქეს ჰყოფნიდა, მაგრამ არც ისეთი ანგარიში...

დინამო თავშია
ჩანაწერი

დინამო თავშია

მიმდინარე ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ლიდერი მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა.“ მდევარმა, „ბათუმმა“ კი მე-9 ტურში პირველად წააგო და ლიდერს 4 ქულით ჩამორჩა. ტურის გახსნის მატჩში სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა. „საბურთალოს“ 23 წლის მოლდოველმა ნახევარმცველმა, დმიტრი მანდრიჩენკომ სტუმრად „სამტრედიას“ სამჯერ გაუტანა. შედგა ორი მწვრთნელის დებიუტი და ორივე წარმატებული აღმოჩნდა. „საბურთალო“ მინდორზე ლაშა ნოზაძემ გაიყვანა, რომელიც...

ლოკომოტივის გოლები, ნემსაძის წითლები
ჩანაწერი

ლოკომოტივის გოლები, ნემსაძის წითლები

წლევანდელ ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მადისაღმძვრელად მოგვევლინა. თითქმის ყველა თამაში სანახაობრივი გამოუვიდა. აგერ, ბატონო – „თელავთან“ 3:2, „სამტრედიასთან“ 3:4 და ახლა „სამგურალთან“ 2:3… ასეთი თამაშები ლიგას სხვა ელფერს აძლევს. ეგ არის, ბევრი გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. დღეისათვის გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ლიგაში ყველაზე მეტი ბურთი გაუშვეს – 12. ისევ გაიტანა გურამ კაშიამ და ბომბარდირებშიც გაერია....