სეზონის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, ეროვნულ ლიგაში მოულოდნელად სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ბათუმმა“ „სამტრედიას“ 93-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი. თავი საქართველოს ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ლადო დვალიშვილმა გამოიჩინა. ეს ლადოს პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. „დინამომ“ კი უცაბედად „ჩიხურასთან“ წააგო (0:2) და ზღვისპირელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაუტოვა. აქამდე საჩხერელებს მხოლოდ ორჯერ მოეგოთ და ორივეჯერ აუტსაიდერ „მერანთან.“ ახლა...
ჭდე: დინამო
გადარჩა
ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...
ბათუმური ისტორია
14 წლიანი შესვენების შემდეგ „ბათუმმა“ პირველად ითამაშა საკუთარ, თანამედროვე, კოხტა 20 ათასიან ახალ სტადიონზე. სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნა ოფიციალურად, თუმცა ორგანიზატორები შეგვპირდნენ, რომ როცა ჟამიანობა გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, ლამაზ გახსნასაც შემოგვთავაზებენ, ისეთს, ბათუმს რომ ეკადრება. საკუთრივ მატჩიც საინტერესო გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით, რადგან ერთმანეთს მეორე-მესამეადგილოსნები ხვდებოდნენ. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და ახლა ლიდერ „დინამოს“...
ცხვარი, გორი, თევზი…
ეროვნული ლიგის მე-15 ტურიც ნაკლული გამოდგა. ოთხი მატჩი გაიმართა, მეხუთე, „ტორპედო“ – „ბათუმი“ კი 8 ნოემბერს ჩატარდება. თუმცა, „ტორპედოში“ რა მდგომარეობაა, კიდევ საკითხავია… 8 ნოემბერსვეა დაგეგმილი მე-13 ტურის ძალიან საინტერესო შეხვდრა: „ლოკომოტივი“ – „დინამო.“ შემდეგ სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული გუნდი, თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ითამაშებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2000-ის...
აურზაური
კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და თბილისის...
ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი
ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე...
ერთი გადაიდო, მეორე – გადმოიდო…
რახან „ლოკომოტივი“ – „დინამო“ გადაიდო, ტურის მთავარი მატჩი „საბურთალო“ – „ბათუმი“ გამოდგა. ე-ლიგის ვებ-გვერდზე წერია: „18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის „ლოკომოტივი“ და თბილისის „დინამო“ დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული...
კორონამ ელიგაც გადადო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი, თბილისური დერბი „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შორის გადაიდო. საქმე ის არის, რომ „ლოკომოტივის“ მწვრთნელებს კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიუვიდათ. COVID 19-ის ტესტმა დადებითი პასუხი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტს ლაშა ჭაღიაშვილს და ფიზ-მომზადების მწვრთნელს, იტალიელ რიკარდო დე ვივოს უჩვენა. მწვრთნელების მდგომარეობა სტაბილურია.
ტიხი მეზობლებისთვის
ხვალ პოლონურ ქალაქ ტიხიში, კატოვიცედან 20 კილომეტრში რომ მდებარეობს, საქართველოს ეროვნული გუნდი სომხეთისას დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის ეგიდით იმართება და ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართველთა და სომეხთა საფეხბურთო ბატალიებში გახარჯულ ემოციას რომელი ტურნირის ფორმატი და სამი ქულა დაიტევს? ყველაფერს თავი დავანებოთ და „დინამოზე“ მამაჩემმა პირველად 1978 წელს სწორედ ერევნის...
ნემსაძის ფაქტორი
ნაევროთასევს ეროვნულ ლიგაში ნაკლული, მე-12 ტური ჩატარდა. თუმცა, ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და შემდეგი სათამაშო დღეები უკვე 17-18 ოქტომბერს იქნება. ლიდერთა შეხვედრა, „დინამო“ – „საბურთალო“ სულაც 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. არადა, საინტერესო კი იქნებოდა „დინამოს“ ხილვა, ფარერელ მეცხვარეებთან 1:6-ის შემდეგ. გაურკვეველი ვითარებაა გორის „დილაში.“ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ თითქოს წასვლა დააპირა. მიზეზს მოგვიანებით ვიტყვიო. კლუბის...








