მოგეხსენებათ, უეფა ევროტურნირებზე ადგილებს მისივე კოეფიციენტების ცხრილით ანაწილებს, ქვეყნის ადგილი კი რეიტინგში ბოლო ხუთი წლის შედეგებით განისაზღვრება – ყოველ წელს ხუთი წლის წინანდელი შედეგი უქმდება, ახალი ემატება და ჯამური შედეგი დგება. ახლა ყველაზე საინტერესო: საქართველოს კლუბების კოეფიციენტი გასულ წლებში ასეთი იყო: 2016/2017 – 1.250; 2017/2018 – 0 125; 2018/2019 – 1 625; 2019/2020 – 2.250;...
ჭდე: დინამო
ის, რაზეც პასუხი არ არსებობს…
ამას წინათ ერთ ძველ ფეხბურთელს შევხვდი, მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ ისტორიები… ჰოდა, მიყვება… – სსრკ ჩემპიონატისას ხარკოვში ვართ ჩასულები, მსაჯი „გამაზული“ გვყავს. გვიტევს „მეტალისტი“, მაგრამ არ გვეშინია, მსაჯი ჩვენია. გოლი არ ჩაუთვალა მეტოქეს – არარსებული თამაშგარე მოიგონა, მერე ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. მოკლედ, წინ და უკან ჩვენ სასარგებლოდ უსტვენს. ერთ უწყინარ სიტუაციაში ჩვენ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს,...
ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…
– არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე… მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი, არველაძეები – დინამოში… მერე – არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე – ორივე ჰოლანდიაში: შოთა აიაქსში, აჩი – ბრედაში მერე, პირადად გავიცანი. საქართველოს ნაკრები მალტის ტურნირზე...
ჩამოყარეთ…
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000. დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით...
რუსებმა სარბიელის დავალება პირნათლად შეასრულეს
ქართული გუნდების ევროპული შემოდგომა გრძელდება. ორივე თბილისურმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ და „დინამომ“ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ეტაპი წარმატებით დასძლიეს. „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდა მოსკოვის „დინამოს“ და კუდით ქვა ასროლინა, ჩვენებმა ეს პრინციპული თამაში 2:1 მოიგეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ზუსტად იგივე სცენარით მოიგო, როგორც წინა ეტაპზე „უნივერსიტატიასთან“. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორი სწრაფი კონტრშეტევა და ირაკლი...
ყველამ წააგო
კორონავირუსმა ისევ შემოგვიტია და ამან, ცხადია, ფეხბურთზეც იმოქმედა. კარგა ხნის წინ დაანონსდა, რომ 12 სექტემბერს ბათუმის ახალი სტადიონი გაიხსნებოდა, მასპინძელთა და თბილისის დინამოების მატჩით, მაგრამ პანდემიის მთავარი კერა ამჯერად ზღვისპირა ქალაქი აღმოჩნდა და გახსნა კი არა, თამაში საერთოდ ქუთაისში ჩატარდა. ეს ჩისკოს პირველი მატჩი გახლდათ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში და ესპანელს მშვენიერი რე-დებიუტი გამოუვიდა. თბილისელებმა...
თბილისში რუსი მოდის
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა. წილისყრის შედეგად „ლოკომოტივს“ მეტოქედ მოსკოვის „დინამო“ ერგო. პირველის მსგავსად, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე რაუნდშიც თბილისში ითამაშებენ. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება. ამავე დღეს თბილისის „დინამო“ დიდ ბრიტანეთს ესტურება და უელსის ჩემპიონს, „კონა ნომადსისთან“ გაარკვევს ურთიერთობას.
რომანი და ძეხვი
ნუ დავიწყებთ შეჯიბრს, ვის რამხელა სტაჟი გვაქვს და აქვე შევთანხმდეთ: ჩვენთვის ფეხბურთის სიყვარული თბილისის „დინამოთი“ დაიწყო. ეს მხოლოდ გუნდი კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტიფიცირების საშუალებაც იყო. ჰოდა, ისე მოხდა, სწორედ ამავე გუნდმა ბოლო წლებში ყველაზე ბევრჯერ მაწყენინა და გული დამწყვიტა. ფეხბურთელებმა კი არა, ექიმებმა კი არა, მასაჟისტებმა კი არა – მენეჯმენტმა… მთავარი კაცი მენეჯმენტში (ქართული...
როგორ მოვედით აქამდე
ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა წუხელ სამში ერთი მოიგო. „საბურთალოს“ და „ბათუმის“ დამარცხების დეტალებს აქ არ გავარჩევ, არც „ლოკომოტივის“ გამარჯვების ფორმულაზე გავაგრძლებ სიტყვას, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლას, ცხადია, გულითადად ვულოცავ. სხვა რამის თქმა მსურს. სამი კვირის წინ, როდესაც წილისყრის შედეგებზე დავწერეთ, წერილში ორი ასეთი ფრაზა გვქონდა: შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივეს გაუჭირდება და არც ერთ ქართულ გუნდს წილისყრაში...
დებიუტს კობოურიც ელის
ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის განაცხადში იძულებითი ცვლილებაა. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს გამოტოვებს ჯიმი ტაბიძე, რომელსაც ტრავმა აქვს. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი შეუერთდება – თბილისის „დინამოს“ დავით კობოური. 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში 27 ფეხბურთელით, მათ შორის სამი დებიუტანტით, შეიკრიბება. გამოძახებულთა შორის არიან თბილისის დინამოელები გიორგი კუცია და დავით კობოური,...








