2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. გუნდების რაოდენობის გაზრდამ ბუნებრივია შემოსავლებიც გაზარდა. BBC-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც შეეცადა გამოეკვლია, ვინ დარჩა მოგებაში და ვინ იზარალა. ფიფამ იხეირა მსოფლიოს ჩემპიონატი უპირველეს ყოვლისა ფიფასთვის გამოდგა სარფიანი. ორგანიზაციამ, რომელმაც ოთხი წლის წინ ყატარში 7.6 მილიარდი დოლარი მოიგო, რეკორდი დაამხო. შემოსავალი, რომელიც ჯანი ინფანტინოს სამსახურმა ოთხწლიან პერიოდში მიიღო...
ჭდე: დევიდ ბექემი
ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
„სანი“ წერს, რომ დევიდ ბექემმა ყველა ინგლისელი ფანის ემოცია გამოხატა. ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი ბოსტონში განასთან უგოლო და უღიმღამო ფრეს დაესწრო, ფოტოგრაფებმა კი მას სურათები გადაუღეს. ამ სურათებზე აღბეჭდილია ყველა ის ემოცია, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მილიონობით ინგლისელი გულშემატკივარი მოიცვა. „სანი“ წერს, რომ თავიდან ბექემი ფართედ იღიმოდა და ხალხს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. პირველ ტურში ხორვატიასთან მოგებული...
ამიერიდან სერ დევიდ ბექემი
ამიერიდან მას სერს უწოდებენ. დევიდ ბექემი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ მესამემ რაინდად აკურთხა. რა დამსახურებისთვის? ბრიტანული საზოგადოების სამსახურში დგომისთვის. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატივი მხვდებოდა წილად’’, ― თქვა „მანჩესტერ იუნაიტედის’’, „პრესტონის’’, „რეალის’’, „ლოს ანჯელეს გალაქსის’’, „მილანისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 115 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. ბექემი 50 წლისაა. მან ფეხბურთის...
ბექემი ტელევარსკვლავობას აპირებს
დევიდ ბექემი გარი ლინეკერობას აპირებსო, წერს „სანი’’ და გვამცნობს, რომ ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი Paramount+ -ზე ტელეშოუს გაუძღვება. გადაცემას ერქმევა Beckham & Friends Live, რომელშიც წამყვანი სავარაუდოდ თავის მეგობრებს შეფ გორდონ რემსისა და მსახიობებს ტომ კრუზსა და რაიან რეინოლდსს მიიწვევს. შოუ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადაიცემა. მაყურებელი ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს ბექემისა და მისი A-კლასის სტუმრების საუბარს...
გარდაიცვალა მანჩესტერ იუნაიტედის სული და გული
როგორც გაირკვა ორი კვირის წინ დევიდ ბექემი „მანჩესტერ იუნაიტედის’’ რეგისტრატორს, კლუბში ყველასთვის საყვარელ 85 წლის კეთ ფიპსს საგანგებოდ ეწვია და ლოგინად ჩავარდნილი მოინახულა. ხუთშაბათს გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც „იუნაიტედში’’ 56 წლის განმავლობაში მუშაობდა. ბექემმა სოციალურ ქსელში დაწერა: როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი 15 წლის ვიყავი. მაშინ კეთმა ჩემი მშობლები დაამშვიდა, პირობა მისცა, რომ მომივლიდა და იმ დღიდან მოყოლებული...
იყავი გულწრფელი!
ამერიკულმა კომპანია Netflix-მა დევიდ ბექემის შესახებ დოკუმენტური მინი-სერიალი გადაიღო. სერიალი მოგვითხრობს ბევრ ბიოგრაფიულ ამბავს ლეგენდარული ბრიტანელი სპორტსმენის საფეხბურთო და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამავდროულად, სერიალში ყველაზე განხილული და რეზონანსული ფრაგმენტი დევიდ ბექემისა და მისი მეუღლის საუბარი იყო. ამრიგად, ვიქტორია ბექემმა თქვა, რომ ის ჩვეულებრივი მუშათა კლასის ოჯახიდანაა. კარს მიღმა მყოფმა დევიდმა ეს გაიგო და გადაღების პროცესში ჩაერია....
მესის 5 პროცენტი
„ინტერ მაიამიმ,“ რომელის თანამფლობელი დევიდ ბექემი გახლავთ, შესაძლოა, ამერიკაში გადასვლის შემთხვეევაში ლიონელ მესის კლუბის აქციების 5 პროცენტი შესთავაზოს. კლუბის მიზანია მესი 2025 წლის სეზონამდე გადაიბიროს. სწორედ ორ წელიწადში „ინტერის“ ახალი სტადიონი საზეიმოდ გაიხსნება. ამერიკულ ლიგაში ხელფასების ლიმიტის გამო, „მაიამი“ მესის პსჟ-ის დარ ჯამაგირს ვერ გადაუხდის. ამიტომ „ინტერი“ არგენტინელსთვის აქციების 5 პროცენტის გადაცემას აპირებს. ლიონელს პსჟ-სთან...
იუნაიტედს დევიდ ბექემი ყიდულობს?
„სანის” ინფორმაციით დევიდ ბექემმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა გადაწყვიტა და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ამას დაემთხვა, რომ სამშაბათს გლეიზერების ოჯახმა კლუბის გაყიდვის სურვილი გამოთქვა. ცნობილია, რომ „იუნაიტედის” შეძენა ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანს სერ ჯიმ რეტკლიფს სურს. „ფაინენშალ ტაიმსი” წერს, რომ ბექემი მხოლოდ აისბერგის წვერია, რომლის ქვემოთაც რეტკლიფი იმალება იმალებიან. ეს ჰგავს სიმართლეს, ვინაიდან „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი...
კრიშტიანუ ბექემთან?
გაზეთმა „სანმა“, საინტერესო ექსკლუზიური ინფორმცია გამოაქვეყნა: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა, ამჟამად კი „ინტერ მაიამის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მანკუნიანელთა სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ყიდვას გეგმავს. ამერიკულ კლუბს თურმე გასულ ზაფხულსაც სურდა პორტუგალიელის გადაბირება, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, კრიშტიანუს თავის გუნდში ხილვა მის ყოფილ თანაგუნდელ უეინ რუნისაც სურს, რომელიც ახლა ამერიკული „დი სი იუნაიტედის“...
ბექზი და ფერგი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ვარსკვლავი დევიდ ბექემი მეუღლესთან, ვიქტორია ადამსთან ერთად იტალიაში, ზღვისპირა ქალაქ ამალფიში ისვენებს. დევიდს ახალი იახტა შეუძენია. ის არ არის ძალიან მდიდრული, თუმცა ბექზს თავად მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა და ამით ძალიან ამაყობს. წინა დღეს კი ბექემები ზღვის პროდუქტების რესტორანში სარა ფერგიუსონს შეხვედრიან. მოგეხსენებათ, სარა იორკის ჰერცოგინიაა. მწერალი, ფილანტროპი, საზოგადო მოღვაწე,...









