„ინტერ მაიამიმ,“ რომელის თანამფლობელი დევიდ ბექემი გახლავთ, შესაძლოა, ამერიკაში გადასვლის შემთხვეევაში ლიონელ მესის კლუბის აქციების 5 პროცენტი შესთავაზოს.
კლუბის მიზანია მესი 2025 წლის სეზონამდე გადაიბიროს.
სწორედ ორ წელიწადში „ინტერის“ ახალი სტადიონი საზეიმოდ გაიხსნება.
ამერიკულ ლიგაში ხელფასების ლიმიტის გამო, „მაიამი“ მესის პსჟ-ის დარ ჯამაგირს ვერ გადაუხდის.
ამიტომ „ინტერი“ არგენტინელსთვის აქციების 5 პროცენტის გადაცემას აპირებს.
ლიონელს პსჟ-სთან კონტრაქტი 20220-2023 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
თავად ფეხბურთელს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
