საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლიონმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჭდე: ჟორჟ მიქაუტაძე
ჟორჟი-გოლი
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე „ბურგიონის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 64-ე წუთზე თავისიანები დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და ძირითადი დრო 2:2 მორჩა.
ზურიკო და ჟორჟი
ანალიტიკურმა ვებგვერდებმა sofascore-მა და whoscored-მასაფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორივე ქართველი შეიყვეს – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა „ანჟერთან“ გასვლით მატჩში – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და 2:4 წააგო. დავითაშვილის თამაში sofascore-მა და...
… არის პირველი გოლი
ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ ლიგა 1-ში „ლიონის“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ჟორჟმა პენალტით შეაგდო, თუმც აღსანიშნია, რომ ის პენალტიც თავად მოიპოვა. „ოსერთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ჩვენიანმა თიტქმის დაკარგულ ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მცველს პენალტიც დასტყუა… მიქაუტაძის დარტყმის შემდეგ „ლიონი“ 1:0 დაწინაურდა… „ოსერმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მალევე მიქაუტაძემ მეორე...
მამარდ, იფრინე მარად!
საქართველოს 2023-2024 წლების საუკეთესო ფეხბურთელი – ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი!!! … „სარბიელის” გამოკითხვაში მონაწილე ჩვენი კოლეგები დაგვეთანხმებიან, წინა სეზონის ბოლოს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა-დასახელება ყველაზე რთული გამოდგა. აქით კვარამ იფრინა… იქეთ გიორგი ქოჩორაშვილმა… გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა… ოთარ კიტეიშვილი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა… გიორგი ჩაკვეტაძე ათამაშდა, მაგრამ რა ათამაშდა…...
გიორგი ლიონელი
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ციებ-ცხელება „მეციდან“ „ლიონში“ გადასვლით დამთავრდა. ქართველ შემტევის გადაბირებასთან დაკავშირებით, თავიდა, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „მონაკო“ იყო დაწინაურებული, თითქოს კონტრაქტიც დღედღეზე უნდა გაფორმებულიყო, თუმც მერე საქმეში „ლიონი“ ჩაერთო და ყველაფერი დათავდაყირა დააყენა. გიორგი „ლიონის აღზრდილია, მაგრამ ბავშვობაში მას შანსი არ მისცეს. საბოლოოდ, მიქაუტაძემ მაინც მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა...
ჟორჟი, გოლი და ბუცი
გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“...
მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს
როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის...
კარგი განწყობით ევროპისკენ
საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ ხასიათზე მიდის. ვილი სანიოლის გუნდმა პოდგორიცაში მონტენეგროსთან ითამაშა და იოლად მოუგო – 3:1. ფრანგი სპეციალისტის ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არ იყო. საბა კვირკველიას ტრავმის გამო ნაკრებში დებიუტი გიორგი გველესიანს ჰქონდა, ვინც სადებიუტო საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილს გაუკეთა. გოლი კი კუთხურს მოჰყვა. სხვათა შორის, კუთხურიდან გოლი 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ არ...
26 ქართველი…
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ავსტრიაში სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. სეზონის დასრულების შემდეგ, ნაკრებს გაინბერგში „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. 6 ივნისს ყველა გამოძახებულმა, 26-ვე ფეხბურთელმა ივარჯიშა. კვირკველია ინდივიდუალურად ემზადებოდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი) მცველები სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ...









