საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცი“ – „რენის“ შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს არასპორტული საქციელისთის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. არბიტრის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რექაცია მოჰყვა, ბუკემ ეპიზოდი ვიდეორეფირისთანაც გადაამოწმა და თავისი პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ამ ამბის შემდეგ არბიტრმა...
ჭდე: ჟორჟ მიქაუტაძე
რა ჰქენი, ბუდუნა, ეს?
ლუქსემბურგი დაამარცხე, ბუდუ? ორი გოლი გაუტანე? აღფრთოვანების ღირსი მონდომებით და ოსტატობით ითამაშე? მანამდე ძელსაც გაარტყი? კიდევ ერთი გოლი არ ჩაგითვალეს? ორთაბრძოლებს იგებდი, მოპოვებულ ბურთს წამოწეულ თანაგუნდელებს ახვედრებდი, რბილ პასებს აყოლებდი ზონაში. ვიცი, რომ გუნდურ სახეობაში ერთი კაცი არ იგებს, მაგრამ ამ დღეს ჩემთვის მთავარი შენ იყავი. უცხოელებმა დაწერეს, კვარაცხელიას არყოფნაში ზივზივაძემ ლიდერობა გასწიაო. ყველა თავისებურად...
მეცში გავუმკლავდი, აიაქსშიც შევძლებ…
„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი გიორგი მიქაუტაძესთან ერთად გამოცხადდა. „აიაქსის“ ფორვარდმა სანაკრებო მატჩებზე და საკლუბო ამბებზე ისაუბრა. „მომავალ თამაშებისთის მზად ვართ და არც მოტივაცია გვაკლია. ამ შეხვედრებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ. „აიაქსში“ ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე ვიხარჯები, დამატებითაც ვვარჯიშობ. ჩემი ოჯახიც ჩემთან ერთადაა და ეს მაძლიერებს....
ასე ვერ გავფრინდებით…
ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა. შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა...
მოვიგეთ ვილი, მოვიგეთ ვილი…
… გაგიჭირდებოდათ… ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში რეკორდული ანგარიშით მოიგო და გარკვეული თუ გაურკვეველი ვადით ისტორიაში ჩაიწერება… ჩვენი ნაკრების ისტორიაში პოკერი პირველად გიორგი მიქაუტაძემ გაახერხა. დუბლი ზურიკო დავითაშვილმა; ლუკა ლოჩოშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ თითო გოლი მიითვალეს. კარგი ვარჯიში იყო…
აბა, წარმატებები, ჟორჟ…
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ჩვენიანი თავდამსხმელის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ… ტრანსფერის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმც ამბავი იახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს… შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და კლუბებმა ტრანსფერიც იქამდე უნდა დახურონ…გიორგი ხვალ ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას გაივლის…...
ჟორჟი ფრანგულ სიმბოლურში…
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მასპინძლეთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტძემ შედეგიანი თამაში გამო სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა whoscored-მა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,9 დაუწერა და გასული ტურის სიმბოლურ...
დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...
მარცხი წყალში
საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში 2-0 დამარცხდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ლოგიკურადაც. ვილი სანიოლის გუნდი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მეტოქემ აშკარად დაგვჩაგრა. მატჩის წინ გლაზგოში უხვი ნალექი მოვიდა, შესაბამისად „ჰემპდენ პარკის“ საფარს ძლიერი კვალი დაატყო. მოედანი დაიტბორა და ბურთი თითქმის არ მოძრაობდა. შედეგად, მატჩი საათსა და 40 წუთს შეჩერდა. თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ მინდორი ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა....
ჟორჟიც უარზეა…
ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მიქაუტაძემაც გამოაქვეყნა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირმა და სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან თავი შემიკავა: “ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა...









