ზურიკო და ჟორჟი

Home კატეგორიის გარეშე ზურიკო და ჟორჟი
ზურიკო და ჟორჟი

ანალიტიკურმა ვებგვერდებმა sofascore-მა და whoscored-მასაფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორივე ქართველი შეიყვეს – ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

„სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა „ანჟერთან“ გასვლით მატჩში – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს თამაშის გადარჩენის შანსი შეუნარჩუნა, თუმცა „სენტ-ეტიენმა“ ამ შანსებით ვერ ისარგებლა და 2:4 წააგო. დავითაშვილის თამაში sofascore-მა და whoscored-მა 7.8 ქულით შეაფასა.

„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძემ „ოსერთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველი გოლები გაიტანა – ჟორჟმა პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი მოიპოვა, თავადვე შეაგდო და „ლიონი“ დააწინაურა, მეორე ტაიმში 1:1-ზე მან თავით მეორე გოლი გაიტანა და ლიონელები კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. მიქაუტაძე sofascore- მა  9.0 შეაფასა.

 

 

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.