„ნაპოლი’’ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა. მისი პოზიცია „ინტერისა’’ და „იუვენტუსის’’ ფრემ (4:4) კიდევ უფრო გაამყარა. კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს მიერ ლეჩელთა კარში გატანილი გოლის წყალობით „აძურის’’ 22 ქულა აქვს. გულშემატკივარი ანტონიო კონტეს მუშაობით კმაყოფილია.
არადა გეხსომებათ, „ნაპოლიმ’’ სეზონი ვერონაში ფეხის დაცდენით დაიწყო. ეს იყო წაგება, რომელმაც კონტეს ფეხბურთელებს გონებაში რაღაც გადაუტრიალა და მას მერე გუნდს შთამბეჭდავი სერია აქვს: 7 მოგება და ერთი ფრე.
დღეს ეს ყველაფერი რიცხვებში ასე გამოიხატება: „ნაპოლი’’ „ინტერს’’ 4, ხოლო „იუვენტუსს” 5 ქულით უსწრებს. საამისოდ „პარტენოპეელებმა’’ დაამარცხეს „ბოლონია’’, „პარმა’’, „კალიარი’’, „მონცა’’, „კომო’’ „ემპოლი’’ და „ლეჩე’’. ერთადერთი ფრე კონტეს გუნდმა ტურინში „იუვენტუსთან’’ ითამაშა.
შემდეგი მატჩი „ნაპოლის’’ „სან სიროზე’’ აქვს, „მილანთან’’. ეს შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება (აქამდე 22 საათსა და 45 წუთს ვიყავით დაჩვეულები, მაგრამ ევროპაში საათი ზამთრის დროზე გადაიყვანეს). „ლეჩესთან’’ თამაშის მერე კონტეს მილნელებთან შეხვედრაზე რომ ჰკითხეს, მან უპასუხა: „მილანი’’ მხოლოდ რაფა ლეაო არ არის, თუმცა ლეაო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც თამაშების ბედს წყვეტს. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენს ხელთ არის ყველაფერს გავაკეთებთ.
და არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, უახლოეს მომავალში „ნაპოლის’’ მიჯრით უწევს ძლიერ გუნდებთან თამაში. შემდეგმა ოცმა დღემ შესაძლოა კონტეს გუნდისთვის სეზონის ბედიც კი გადაწყვიტოს:
29 ოქტომბერი. მილანი-ნაპოლი
3 ნოემბერი. ნაპოლი-ატალანტა
10 ნოემბერი. ინტერი-ნაპოლი
24 ნოემბერი. ნაპოლი-რომა
1 დეკემბერი. ტორინო-ნაპოლი
8 დეკემბერი. ნაპოლი-ლაციო
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
