ჭდე: ჟორჟ მიქაუტაძე

Home ჟორჟ მიქაუტაძე
სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს
ჩანაწერი

სტამბოლის ორი დიდი კლუბი ჟორჟისთვის ქიშპობს

ფინანსური პრობლემების წინაშე მდგომ „ლიონს’’ ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.  ყველაზე აქტიურად ქართველ თავდამსხმელზე ჟორჟ მიქაუტაძეზე ლაპარაკობენ. „ლიონს’’ ერთ კვირაში ეცოდინება რა ბედი ეწია მის აპელაციას ანუ დატოვებენ ლიგა 1-ში თუ მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. როგორც ფრანგული მედია წერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ კლუბს ლიგა 1-ში დატოვებენ, მას საქმე კარგად არ ექნება ― რონისპირელებს ქამრების შემოჭერა...

დარტყმა… არის… სეზონის საუკეთესო გოლი
ჩანაწერი

დარტყმა… არის… სეზონის საუკეთესო გოლი

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა. გამოკითხავში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ქართველი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. გამარჯვებულად ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ კარში შეგდებული ბურთი დასახელდა.                                ...

ჟორჟის თავური… [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟის თავური… [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი „ქართული“ გოლი გავიდა – ამჯერად ჟორჟ მიქაუტაძემ იყოჩაღა – „ლანსთან“ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.  

…შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]
ჩანაწერი

…შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონი“ საკუთრ მოედანზე „რენს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე  76-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა, რაშიც ვიდეოდან დარწმუნდებით…

ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…
ჩანაწერი

ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…

გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს – საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა. 13 მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე (საქართველოს ნაკრების ჩათვლით) 5 თამაშში 8 გოლი და 5 საგოლე...

ბუდუს ზედიზედ ორი
ჩანაწერი

ბუდუს ზედიზედ ორი

ევროპაში ქართველების დღეა: გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთში გოლით და საგოლე პასებით გამოიჩინა თავი; დავითაშვილმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტიულ ბუნდესლიგაში იყოჩაღა, გიორგი გოჩოლეიშვილმა დანიაში; საფრანგეთშივე ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა საგოლე პასი… ბუნდესლიგაში კი ბუდუ ზივზივაძემ ივარგა და გოლს საგოლე პასიც მიაყოლა… აუცილებლად ვთქვათ, რომ ბუდუმ ზედიზედ მეორე მატჩში შეაგდო. მოკლედ, სომხეთთან 20 და 23 მარტის მატჩების წინ, შესაბამისად ერევანსა...

ჟორჯმა აიწყვიტა…
ჩანაწერი

ჟორჯმა აიწყვიტა…

სომხებთან, საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო სპორტულ ფორმაში ხვდება – „ლიონის“ ბოლო ორ მატჩში ჩვენიანმა შემტევმა სამი გოლი და ოთხი საგოლე პასი გააკეთა. ორი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით შუა კვირაში მან სტიაუა დაამწუხრა, სულ რამდენიმე წუთის წინ კი თანაგუნდელებს გაატანინა და თავადაც იხეირა …  

ესეც დუბლი მიქაუტაძისგან… [VIDEO]
ჩანაწერი

ესეც დუბლი მიქაუტაძისგან… [VIDEO]

ევროის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის „სტიაუას“ 3:0 ამარცხებს – საქართველოს ნაკრები თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა – გიორგიმ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი 47-ე წუთზე გაიტანა. გიორგიმ მონაწილეობა მესამე გოლშიც მიიღო – ნაუმამ ორამდე ანგარიში ქართველის საგოლე გადაცემის შემდეგ გაზარდა.  

ჟორჟმა სტიაუას გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

ჟორჟმა სტიაუას გაუტანა [VIDEO]

ევროპის ლიგის საპასუხო მატჩში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე ბუქარესტის სტიაუას მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა ფორვარდმაც მწვრთნელს ნდობა გაუმართალა – შეხვედრის მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და „ლიონი“ დააწინაურა.

მიქაუტაძემ ლიონში გაიტანა [ვიდეო]
ჩანაწერი

მიქაუტაძემ ლიონში გაიტანა [ვიდეო]

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონი“ სტუმრად „მონპელიეს“ ხვდება. ლიონელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და არც შემცდარა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა და „ლიონი“ დააწინაურა.