გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს – საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა.
მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა.
13 მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე (საქართველოს ნაკრების ჩათვლით) 5 თამაშში 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
უშუალოდ საფრანგეთის ჩემპიონატში კი მას ამ სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
![Georges-MIkautadze ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/03/Georges-MIkautadze-3.jpg)