საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები...
ჭდე: ბუნდესლიგა
ხუთასიანთა კლუბი და სამი რეკორდი
ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა” სტუმრად მოუგო „შალკეს” 4:0. გელზენკირხენელთა კარში მეორე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც კარიერაში მე-500 გამოდგა. ამ 500 გოლიდან 32 წლის პოლონელს „ბაიერნში“ 272, „დორტმუნდში“ – 103, „ლეხში“ – 41, „ზნიჩში“ – 21, ხოლო პოლონეთის ნაკრებში 63 გაუტანია. ლევანდოვკი მოქმედ ფეხბურთელთა შორის მეოთხეა, რომელსაც 500 და მეტი გოლი აქვთ გატანილი და...
ფლიკი გაბრაზდა
დღეს, გერმანიის თასის მეთექვსმეტედფინალური თამაშია — „ბაიერნი” „ჰოლშტენ კილს” სტუმრობს. ამ შეხვედრის წინ, „რეკორდმაისტერის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მისთვის უჩვეულო სიბრაზე გამოავლინა. ფლიკი იმ კრიტიკას გაუღიზიანებია, რომელიც მის ზოგიერთ ფეხბურთელს დაატყდა თავს. „სადაც ტაშია, იქ აუცილებლად არის სტვენაც, — თქვა 55 წლის სპეციალისტმა, როდესაც პრეს-კონფერენციაზე სიტყვა „გლადბახთან” 2:3 მარცხზე ჩამოვარდა, — თუმცა, როდესაც ვხედავ, რომ კრიტიკა...
ის აღარ არის უბერ-ალეს
„გლადბახთან” მარცხი „ბაიერნისთვის” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე იყო. თან, „რეკორდმაისტერი” 2:0-ს იგებდა და ამის მერე გააუშვა სამი გოლი. და ეს, ამ ჩემპიონატში, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავარიელები ერთ თამაშში სამ გოლს უშვებენ. სულ კი, 15 ტურში, მეტოქეებმა მათ კარში ოცდაოთხჯერ გაიტანეს. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასე „უბერ-ბაიერნის” რეპუტაცია ირყევა. ყოფილი ბავარიელი და „სქაი სპორტის” ექსპერტი...
ფლიკი მომჭირნეობის მომხრეა
დღეს, „ბაიერნი” მიონხენგლადბახში თამაშობს. ეს გახლავთ მე-15 ტურის შეხვედრა. „რეკორმაისტერი” 33 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „გლადბახს” 21 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიცია უჭირავს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ბავარიელთა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს. „მთელს მსოფლიოში, ფეხბურთის კლუბები რთულ დღეში აღმოჩნდნენ. ეს კორონაპანდემიამ განაპირობა. ამიტომაც არ ვამბობ, რომ ახალი ფეხბურთელები...
გასახდელში ბოთლი ისროლეს
ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან. „ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე...
უკბილო ბებრები და გასაყიდი ბავშვები
სანამ ბუნდესლიგაში თამაშები განახლდება, „შპორტ ბილდმა” ორიოდ სიტყვით „დორტმუნდის” ამბებს გადაავლო თვალი. სადღეისოდ, დორტმუნდელები მეხუთე ადგილზე არიან და 2 იანვარს მეოთხეზე მყოფ „ვოლფსბურგს” ეთამაშებიან. „შპორტ ბილდი“ წერს, რომ „შავ-ყვითელთა” შეფებს ერთი მხრივ წარმატებული პროექტი აქვთ. ეს წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ევროპაში შეგროვებული ნიჭიერი ყმაწვილები მათთან სახელს იმკვიდრებენ, კარგი ფეხბურთის თამაშს სწავლობენ და ხშირ შემთხვევაში...
ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგს მოუგო. დღეს რონალდუს და მესისაც მოუგებს?
„ბაიერნმა” 2:1 მოუგო „ვოლფსბურგს” და ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო საინტერესო, რომ ჰანსი ფლიკმა ვინც კი შემტევი ჰყავდა, ყველა მოედანზე გაიყვანა. ერთად იყვნენ მიულერი, კომანი, გნაბრი, სანე და, რასაკვირველია, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ორივე გოლი გაიტანა. გასაკვირი კი ის იყო, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს — მაქსიმილიან ფილიპმა მე-5 წუთზევე შეაგდო „რეკორდმაისტერის” კარში. ფილიპს ბუნდესლიგაში გატანილი...
უცნაური ახალი მწვრთნელის პირველი გამარჯვება
ბრემენში შედგა „დორტმუნდის” ახალი თავკაცის, მეოთხე ლიგაში ნათამაშევი ფეხბურთელისა და გამოუცდელი მწვრთნელის ედენ ტერზიჩის დებიუტი, რომლის შემდეგაც კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი მას გადაეხვია და მინი-კრიზისის დასრულება მოულოცა — ლუსიენ ფავრის სამსახურიდან გაშვების ორი დღის თავზე, „ყვითლებმა” სტუმრად 2:1 მოიგეს. მართალია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს არ იყო მსოფლიო ფეხბურთის სკალაზე უმაღლესი დონის თამაში, მაგრამ...
გინება ძნელი მოსათმენია
„ბაიერნის” მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება მაყურებელი ტრიბუნაზე. „რეკორდმაისტერის” თავკაცი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად გულშემატკივრის ყიჟინა იმიტომაც უნდა, რომ მის გარეშე სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის მეტოქეთა სათადარიგოთა სკამებიდან წამოსული აგრესია. „დიახ, ახლა გაცილებით მეტი ისმის როგორც მოედნიდან, ასევე მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან და ეს კარგი მოსასმენი არ არის, — თქვა 55...





